Exclusive თამო ვაშალომიძემ უკანალი საკუთარი ცხიმით გაიდიდა - „მთლად კარდაშიანების ზომის უკანალი არც მინდოდა“

17:49 04-24-2019
1101

გუშინ თამო ვაშალომიძემ ლიპოფილინგი გაიკეთა და უკანალი გაიდიდა. ეს არც დაუმალავს. თითქმის სამ საათიანი პროცედურის წინ სოციალურ ქსელში დაწერა - „გაღვიძებისას დიდი ტაკუნები მექნება“, იქვე ქირურგის გვარის დასახელებისგანაც არ შეუკავებია თავი - სუპერ ქირურგი სულამანიძეო.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, როგორც ამბობს, გახდა, 59 კილოგრამია. „გვერდით დუნდულები ჩამივარდა და მე კიდევ ხორციანი დუნდულა მინდა მქონდეს. ხელოვნური იმპლანტები და ფილერები არ მინდოდა“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს ვაშალომიძე. ამიტომ ბუნებრივი გზით - საკუთარი ორგანიზმიდან გამოღებული ცხიმებით მიიღო უკანალის სასურველი ზომა. 

თამო ვაშალომიძე: - სადაც კი ცხიმი მქონდა, ყველა ადგილზე გამიკეთდა ლიპოსაქცია. მუცელზე, წელზე, ფეხებზე დაჩიჩქნილი ვარ. ამ შეგროვილი ცხიმით ამომივსეს დუნდელები. მთლად კარდაშიანების ზომის უკანალი არც მინდოდა. მე თვითონ საკმაოდ დიდი უკანალი მაქვს. უბრალოდ გვერდები მქონდა ჩავარდნილი. ეს ნაწილები მოვამრგვალე და ამოვავსე. ტკივილები მაქვს, მაგრამ არა ისეთი, რომ ვერ მოვითმინო ან ტკივილგამაჩუჩებელი პრეპარატი მივიღო. მომთმენი ადამიანი ვარ. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ხუთ საათში ავდექი და გავიარე. ტემპერატურა მაქვს, ხვალ თუ არ მექნება, გამწერენ.

- მერამდენე ქირურგიული ჩარევაა?

- მეორე. ნოემბერში რინოპლასტიკა გავიკეთე, ლაზერით პატარა კეხი ჩამოვითალე. 

- უკანალის გადიდება ძვირადღირებული პროცედურაა?

- დიახ, ნორმალურად ძვირია.

- როდის აპირებ „ახალი ნამუშევრის“ გამოფენას?

- (იცინის) ორი კვირის მანძილზე ბანდაჟი გაუხდელად უნდა მეცვას. შესიებული მაქვს, დალურჯებული, ჩაცხრეს და... მაისის ბოლოს ეკრანზე გამოვჩნდები. თან ზაფხული მოდის, აუზზე ვივლი. 

- პირადში რა ხდება?

- არავინ არ ჩანს.

- სოფიას მამასთან გაქვთ კონტაქტი?

- ეს თემა დიდი ხანია დავხურე და აღარ ვსაუბრობ.

- რა შედის თქვენს საზაფხულო გეგმებში?

- ზაფხულში აქტიური პერიოდი მაქვს, გადაღებებია. ჟურნალისთვის ქართული თეთრეულის ბრენდს ვუკეთებ რეკლამას. მინდა ჩემს სოფიასთან ერთად სადმე დავისვენო ორი კვირით.

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე