რას ყვება მეგობარი 15 წლის შალვა ნაჭყებიაზე, რომელმაც მარტვილში საკუთარ ეზოში თავი ჩამოიხრჩო

10:18 04-24-2019
2040

სოციალურ ქსელში მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის შაკო ნაჭყებიას მეგობარი გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს. მეგობარი შაკოს იხსენებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, რომ თავი მოეკლა.

„ხშირად მიყვებოდი ფეხბურთის ამბებს. ყოველთვის გინდოდა ფეხბურთელი გამოსულიყავი მაგრამ არ ვიცი რატომ მოიქეცი ესე... ჩემო პატარა ძმაო, მოგვენატრები ყველას... არ დამავიწყდება შენი ღიმილი ძმაო, არ დამავიწყდება ზაფხული მდინარეზე შენი მოყოლილი ისტორიები. ერთხელ რომ დამეხმარე წყლიდან ამოსვლაში არც მაგას დაგივიწყებ ძმა. შაკო 5 წელზე მეტია ძმები ვართ და ვიქნებით ბოლომდე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული“

შეგახსენებთ, მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ადგილობრივები განიხილავენ, რა გახდა სკოლის მოსწავლის სუიციდის მიზეზი. 

მეზობლები მიიჩნევენ, რომ მძიმე ყოფა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უმძიმეს გავლენას ახდენდა. შაკო და მისი ძმა მამამ გაზარდა. პატარები იყვნენ, როცა დედამ მიატოვა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მამა სოფელში ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა, ოღონდ დღეში რამდენიმე ლარი გამოემუშავებინა და შვილებისთვის საკვები მიეტანა, თუმცა, ყოველთვის ვერ ახერხებდა. შრომის სანაცვლოდ ხანდახან, ფულის ნაცვლად, მეორად ტანსაცმელს აძლევდნენ.