Exclusive თინა მახარაძე ფულს ითხოვს - „მხარი დავუჭიროთ თინას“

16:06 04-23-2019
5861

თინა მახარაძე ნიუ იორკში ფილმს იღებს და თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად, სურათისთვის, ფინანსების მოძიებითაა დაკავებული. ამას ქვემოთ მოცემულ ლინკზე განთავსებული ვიდეოდანაც შეიტყობთ, რომელიც მსახიობს და დამწყებ რეჟისორს „ფეისბუქის“ გვერდზე აქვს განთავსებული. ვიდეოში თინას რეჟისურის პედაგოგიც მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მხარი დაუჭირონ ამ ნიჭიერ დამწყებ რეჟისორს ამ ფილმის გადაღებაში.  

ფილმის Mama სცენარის ავტორი და რეჟისორი თინა მახარაძეა, ოპერატორი ვოლტერ რივერა, პროდიუსერი გარა მიუნოცი. 

Mama – ეს არის კოლაჟი ფრაგმენტისა სიკვდილი და სექსი. ფილმი აკვიატებულ და განუხორციელებელ სურვილებზეა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უკვე აღარ არსებობს. მას მახარაძე გარდაცვლილ მამაზე იღებს და მასვე უძღვნის.

სინოფსისი

ახლად დაქვრივებულ ორი შვილის დედას, ვიოლეტას ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნერვიული აშლილობა ემართება. ვიოლეტა თავისი დაკარგული სიყვარულის რეალობას, სიზმრებსა და მოგონებებში იკარგება. 

ფილმის სახელს Mama ორი მნიშვნელობა აქვს, ერთით ის ნიშნავს დედას, როგორც ყველა ენაზე, მეორე მნიშვნელობით, ნიშნავს მამას რეჟისორის მშობლიურ ენაზე. ეს ფილმი არის ორივეზე, - ვკითხულობთ INDIEGOGO-ს საიტზე.

ფილმში აღწერილია პოსტ საბჭოთა საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ ბავშვზე, მონათესავე ტრადიციებსა და ცრურწმენებზე. ეს არის ნარატივი ერთდროულად წარსულსა და აწმყოზე, მოგონებებზე, სიზმარზე, რეალურ ამბავზე... 

თინა ნიუ იორკში 2017 წელს ჩავიდა და დაამთავრა Feirstein Graduate School Of Cinema რეჟისურის განხრით. მისი განათლება მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - “განათლების საერთაშორისო ცენტრის” მიერ დაფინანსდა. საქართველოში კი მას დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 

 

 



ავტორი: თამარ გონგაძე