როგორ ვებრძოლოთ სადღესასწაულოდ მომატებულ კილოგრამებს?

15:43 04-23-2019
95

ქართული სუფრა დიდი კალორაჟით გამოირჩევა, რაც ზედმეტ კილოგრამებს განაპირობებს. „პრაიმტაიმი“ ცხიმის დამწვავი წვნიანის რეცეპტს გთავაზობთ, რომელის მაიოს კლინიკის დიეტოლოგების მიერ არის შემუშავებული. 7 დღის განმავლობაში 5-დან 8 კილოგრამამდე ხდება დაკლება.

წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა 5 საშუალო თავი ხახვი, 1 თავი კომბოსტო, 1 დიდი კონა ნიახური, 3 საშუალო ზომის პომიდორი, 1 მწვანე და 1 წითელი ბულგარული წიწაკა. გემოს გასაუმჯობესებლად დაშვებულია ბოსტნეულის კუბიკების დამატება.

გაითვალისწინეთ, მომატებული ცხიმის დასაწვავად აუცილებელია წვნიანის 7 დღის განმვალობაში რამდენჯერმე მირთმევა.  

I დღე - წვნიანთან ერთად უნდა მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით ნებისმიერ ხილი, ბანანის გარდა.

II დღე - წვნიანი და ცოცხალი ბოსტნეული (დაუშვებელია ლობიო და მწვანე ბარდა)

III დღე - წვნიანი, ხილი და ბოსტნეული

IV დღე - წვნიანი, სამი მომცრო ზომის ბანანი 1 ლიტრ დაბალ ცხიმიან რძესთან ან კეფირთან ერთად და ცოცხალი ბოსტნეული

V დღე - წვნიანი, 800 გრ. მოხარშული საქონლის ან ქათმის უცხიმო ხორცი და პომიდორი.

VI დღე - წვნიანი, 800 გრ. მოხარშული საქონლის ან ქათმის უცხიმო ხორცი და ბოსტნეული (სასურველია ფოთლოვანი: ისპანახი, სალათის ფურცლები და სხვა)

VII დღე - წვნიანი, ყავისფერი ბრინჯი, უშაქრო წვენი და ბოსტნეული.

დიეტის დროს აუცილებელია, 2 ლიტრამდე წყლის მიღება. დაშვებულია უშაქრო ჩაი და ყავა. აკრძალულია გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ტკბილეული.