დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული - კალაძე ჟურნალისტს

13:44 04-23-2019
99

დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვა დაუსვა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯიბღაშვილმა დაკავებისას კახა კალაძის სახელი ახსენა.

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული. ამიტომ კარგად მომზადებული მოდით და მერე დამისვით კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ დაკავების პროცესში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.