ტრეფიკინგის ვერსია - როგორ აღმოჩნდა ზუგდიდში 10 მცირეწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე

15:16 04-20-2019
3413

როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა 10 მცირეწლოვანი უცხოეთის მოქალაქე საქართველოში, მას შემდეგ რაც ბავშვები ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს სავარაუდო ტრეფიკინგის ვერსია გაჩნდა.

პეტერბურგის ქუჩაზე, სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქე ბავშვები მეურვე ქალთან ერთად ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა მეზობელმა „პრაიმტაიმს უთხრა ვერსიის შესახებ, რომ „შესაძლოა ეს ბავშვები მოპარული ყავთ. 

საეჭვო გარემოებებზე სხვა მეზობლებიც საუბრობენ, თუმცა ვერსიის გამოკვეთას ერიდებიან. ბავშვები და მათი მეურვე უკრაინელი ქალი, იულია სუსლიაკი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია.  

პეტერბურგის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. სასწრაფოს ადგილზე მისვლის მომენტში ქალი ნასვამი იყო. ამასთან ის ამბობდა, რომ ოთხი მისი შვილია დანარჩენი ექვსი კი მინდობით ყავს მეურვეობის ქვეშ. 

ბავშვები ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში გასულ ღამეს შეიყვანეს. საუბარია სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნებზე. ყველაზე უფროსი 11 წლის არის. არიან 11 და 7 თვის ბავშვებიც. 

პედიატრის ინფორმაციით, ბავშვებს აღენიშნებათ დიარეა და პირღებინება. შემოიყვანეს ათი პაციენტი. აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. ნაწლავთა არამყარი მოქმედება, სავარაუდოდ დიაგნოზი არის დაუზუსტებელი კვებითი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები, ახლა გადაგვყავს სპეციალიზირებულ კლინიკაში, ინფექციურ საავადმყოფოში. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პოლიცია იცავს“,- თქვა ექიმმა. 

ავტორი : თეა შონია