რა უნდა გაითვალისწინოთ კვერცხის შეძენისას -სურსათის სააგენტოს გაფრთხილება

16:10 04-19-2019
175

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ააქტიურებს. განსაკუთრებული ყურადღება კვერცხის უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევა. 

სააგენტომ უკვე შეამოწმა რამდენიმე ობიექტი და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა. 

მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს რამდენადაა დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

ამასთან, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გავარჩიოთ ახალია თუ ძველი კვერცხი:

-აი­ღეთ კვერ­ცხი და გა­ა­მოძ­რა­ვეთ ის. თუ მას­ში მოძ­რა­ო­ბას იგ­რძნობთ, კვერ­ცხი ძვე­ლია, რად­გან რაც მეტი დრო გა­დის კვერ­ცხის და­დე­ბი­დან, მას­ში ჰა­ე­რი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, გა­ქა­ნე­ბი­სას მოძ­რა­ო­ბა იგ­რძნო­ბა.

-მე­ო­რე რჩე­ვა კვერ­ცხის ყიდ­ვი­სას, აი­ღეთ კვერ­ცხი და გა­ხე­დეთ შუქ­ზე, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, უფრო მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, შე­გიძ­ლი­ათ ქა­ღალ­დი და­გორ­გლოთ, ასე უფრო მარ­ტი­ვია კვერ­ცხის გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბის დად­გე­ნა.

-ძვე­ლი კვერ­ცხი პრი­ა­ლებს, ამი­თომ კარ­გად და­აკ­ვირ­დით ყიდ­ვი­სას, ის უნდა იყოს აი ასე­თი მშრა­ლი, ერ­თგვა­რო­ვა­ნი და არა ასე­თი პრი­ა­ლა.

-უკვე ნა­ყი­დი და სახ­ლში მო­ტა­ნი­ლი კვერ­ცხი შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ­ნა­ი­რად შა­მოწ­მოთ, კარ­გი კვერ­ცხი წყალ­ში ჩაგ­დე­ბი­სას მო­მენ­ტა­ლუ­რად ჩა­ი­ძი­რე­ბა, შე­და­რე­ბით ძვე­ლი ნელ­ნე­ლა ჩა­ი­ძი­რე­ბა, ძა­ლი­ან ძვე­ლი კი აი ასე იტივ­ტი­ვებს წყლის ზე­და­პირ­ზე.

-კვერ­ცხის სი­ახ­ლის დად­გე­ნა მისი შიგ­თავ­სის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გა­ტე­ხეთ კვერ­ცხი და ნა­ხეთ, რაც უფრო შეკ­რუ­ლია ცილა, კვერ­ცხი ახა­ლია, თუ ცილა წყა­ლი­ვით გა­ი­შა­ლა თეფ­შზე, მისი და­დე­ბი­დან დიდი დროა გა­სუ­ლი.

ჩვენ ასე­ვე გას­წავ­ლით მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ მიხ­ვდეთ ახა­ლია თუ არა ის. უბ­რა­ლოდ გა­ჭე­რით კვერ­ცხი შუ­ა­ზე, თუ კვერ­ცხის გული ცენ­ტრშია, პრო­დუქ­ტი ახა­ლია, რად­გან მკვრი­ვი ცილა, ხარ­შვი­სას გულს არ გა­უშ­ვებს ნა­ჭუ­ჭის­კენ, მი­უ­ხე­და­ვად კვერ­ცხის მდე­ბა­რე­ო­ბი­სა ხარ­შვი­სას. ყვე­ლა ეს რჩე­ვა ეხე­ბა, რო­გორც ქათ­მის ასე­ვე მწყრის კვერ­ცხებ­საც.