რას ელოდებიან „ქუჩის ბიჭები“ მაისის ბოლოს?

15:21 04-19-2019
162

„რაც არ უნდა თქვა“ – „ქუჩის ბიჭების“ ახალი კლიპი მაისის ბოლოს გამოვა. ვიდეო რგოლი შარშან ზაფხულის ბოლოს გრიგოლეთში - ზღვაზე და ბათუმში სასტუმროში გადაიღეს. კლიპში ბიჭების გარემოცავში ექვსი უკრაინელი გოგონაა. სიმღერა და მისი არანჟირება გელა გნოლიძისაა. ტექსტზე ერთობლივად იმუშავეს. ახლა კლიპის მონტაჟს ელოდებიან.

„საზაფხული, გასართობი, მსუბუქი კლიპია. სიმღერა ცოცხალი ინსტრუმენტებითაა ჩაწერილი. საცეკვაო სიმღერაა და ვფიქრობთ, რომ გაჰიტდება“ – „პრაიმტაიმთან“ პროგნოზს აკეთებს ზურა ხაჩიძე. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე