ქობულიას გათავისუფლების ორი განსხვავებული ბრძანება

15:20 04-19-2019
96

რატომ გასაჯაროვდა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი ბრძანება ქობულიას გათავისუფლების შესახებ მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის ეთერში მანამ, სანამ დოკუმენტი მთავრობის ვებგვერდზე აიტვირთებოდა? - ამ კითხვაზე პრემიერმა მედია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გადაამისამართა და კახა კახიშვილს მოუწოდა ეს საკითხი განმარტოს.

„ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თქვენგან პირველად მესმის. შეიძლება, რაღაც ტექნიკური საკითხი იყო. გპირდებით ადმინისტრაცია გააკეთებს კომენტარს მთავრობის დასრულებისთანავე. ინფორმაცია გადის თუ შემოდის, ჩვენ რა თქმა უნდა უნდა უნდა უზრუნველყოთ ის, რომ როდესაც არის საზოგადოების მაღალი ინტერესი საჯარო პოლიტიკის მიმართ, ეს ინტერესი აუცილებლად დროულად უნდა დავაკმაყოფილოთ. რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ 20:00 საათიან საინფორმაცია გამოშვებაში გამოაქვეყნდა მაშინ, როდესაც დოკუმენტი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერაც არ იყო ატვირთული. 

მთავრობის ვებგვერდზე ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაახლოებით 9 საათისთვის გამოქვეყნდა.