ჰლოი კარდაშიანის და ტრისტან ტომპსონის ერთი წლის ქალიშვილის გრანდიოზული დაბადების დღე - ვიდეო

15:04 04-19-2019
77

ჰლოი კარდაშიანმა 1 წლის ქალიშვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა.  

რამდენიმე დღის წინ, 34 წლის ბიზნესვუმენმა და კარდაშიანების ოჯახის შოუს მონაწილემ, საკუთარ ქალიშვილს - ტრუს, პირველი დაბდების დღე გადაუხადა.

 width=640

დღესასწაული, ტელევარკვლავების ორგანიზაციით მიმდინარეობდა, რომელსაც ესწრებოდნენ ჰლოის ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და მისი ყოფილი შეყვარებული - 28 წლის ტრისტან ტომპსონი.

ტელეშოუს ვარსკვლავების ოჯახის ცერემონია, როგორც ყოველთვის გრანდიოზული იყო - ბავშვებისთვის უამრავი გასართობი საშუალებები და ბურთებით სავსე აუზი.  

პორტალ People-ს ინფორმაციით, დღესასწაულს უამრავი ფერადი ბუშტი ამშვენებდა, რომლითაც მორთული იყო სახლი და ქუჩა. დაბადების დღეზე, ჰლოიმ დაახლოებით 8 ათასი დოლარი დახარჯა.  

შეგახსენებთ, რომ ჰლოი კარდაშიანი და ტრისტან ტომპსონი, გასული წლის 14 აპრილს პირველად გახდნენ მშობლები - ტელევარსკვლავმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ტრუ დაარქვეს. 

სამწუხაროდ, სასიხარულო ინფორმაცია ტრისტანის ღალატმა ჩაანაცვლა - სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ტრისტანის საქციელი, ყველანაირ ზღვარს სცილდება - ის, ღამის კლუბში 3 ქალბატონთან ერთად ერთობა.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე