ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ამინდი

საზოგადოება 1713417214

“შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით…” - განახლებული ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.„დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

შვიდგზის ზეთისცხება

საზოგადოება 1713416340

ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა შვიდგზის ზეთისცხება - ეს ბევრმა არ იცის

აღდგომის მარხვაში ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. როგორც მამა იოანე მჭედლიშვილი აღნიშნავს, ზეთისცხებასთან დაკავშირებით, აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ ადამიანმა მადლი, რომ შეიგრძნოს ამისთვის ის ქრისტიანულად უნდა ცხოვრობდეს.„შვიდგზის ზეთისცხებასთან დაკავშირებით, არანაირი აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ მადლი, რომ შეიგრძნოს ადამიანმა, ამისთვის მან ქრისტიანულად უნდა იცხოვროს. თუ ქრისტიანულად ადამიანი არ ცხოვრობს, რა აზრი აქვს ზეთს აცხებენ თუ სხვა რამე საშუალებას. ადამიანი თუ თავის ცოდვებს არ ნანობს, აღმსარებელი არ არის, მადლი არ იქნება. როცა ადამიანი აღმსარებელია, ნანობს მის ცოდვებს, ეს უკვე დიდი მადლია და დიდი სიკეთე მოაქვს ზეთისცხებას.მისი თქმით, შვიდგზის ზეთისცხებას დიდი მადლი მოაქვს.„შვიდგზის ზეთისცხება, ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც სრულდება მარხვის პერიოდში. წესი ის იყო, რომ ეს არის ადამიანების საკურნებლად.ზოგადად მარხვა იმისთვის არის, რომ ადამიანი როცა მარხულობს, უფრო მეტი იფიქროს სულიერზე და მოუძლურების ჯამს შვიდგზის ზეთისცხების სახით სრულდება, რომ განიკურნოს ადამიანი. მთელი შინაარსია ამაში და როდესაც მიხვალ, არც ზიარებულხარ, არც აღსარება ჩაგიბარებია და არც მღვდელთან ყოფილხარ ზეთს იცხებ და გგონია რაღაც მოხდება შინაარსი გამოცლილი აქვს ამას.არ ცხოვრობს ადამიანი ქრისტიანულად და ჰგონია, რომ როცა ზეთს იცხებს ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ვინც მოსულა არავისთვის უარი არ გვითქვამს, მთავარია ამას შინაარსი ქონდეს“,- ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

ნანუკა

ტაბლოიდი 1713415440

VIDEO: ნანუკა გულუა უსაყვარლესი ქალიშვილის ვიდეოს გვიზიარებს

მსახიობი ნანუკა გულუა ხშირად გვიზიარებს სოციალურ ქსელში უსაყვარლესი ქალიშვილის ნინას და მისი ძმის იკას ფოტოებსა და ვიდეოებს. გამოქვეყნებული კადრები დიდი მოწონებით სარგებლობს.ამჯერად ნანუკამ Instagram story-ის მეშვეობით ნინას ვიდეოები გაგვიზიარა, რომელიც დედასთან ერთად სეირნობს.უსაყვარლესმა ნინამ ულამაზესი ქურთუკი და სათვალე მოირგო, რომელშიც ძალიან მოდურად გამოიყურება.

კონგრესი

მსოფლიო 1713414871

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს კენჭისყრაზე შაბათს გაიტანს

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს კენჭისყრაზე შაბათს გაიტანს, - ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ოთხი სხვადასხვა კანონია შესული, უკრაინის, ისრაელისა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მხარდაჭერის, ასევე, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შემაკავებელი ზომების შესახებ.სენატმა უკრაინის, ისრაელის, ტაივანისა და სხვა პარტნიორებისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ერთი თვის წინ დაუჭირა მხარი. აქედან 60 მილიარდ დოლარზე მეტი, უკრაინისთვის არის განკუთვნილი.

ამინდი

საზოგადოება 1713414676

სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ