ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713281679

მამუკა მდინარაძე - დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე - გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში

მამუკა მდინარაძე - დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე - ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე - გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. „მათ შორის, ორგანიზებას ვინც უწევს, იმასაც გეტყვით. ამაზე ინფორმაცია თქვენც გაქვთ და მეც. მაგალითად, არის ასეთი სინთეზი - ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც ფრანკლინის კლუბთან, ამ საკითხებთან არის დაკავშირებული და მეორეს მხრივ ამ ფრანკლინის კლუბიდან „მომავლის თაობა“ თუ რაღაც ჰქვია, არის ალექსანდრე ზიბზიბაძე, გუშინაც იყო ლაპარაკი. ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამ დაორგანიზებას, რომ რამენაირად ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. გუშინ, ეს ბიჭები, ვინც მე დავასახელე, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში. შენ რომ იცავ, ვალდებულება გაქვს, იმიტომ, რომ შენც ისინი გაფინანსებენ. მტკიცებულებები გინდა? მე ვცდილობ, ხალხს გავაგებინო სიმართლე თქვენი სიცრუის და ბოროტების წინააღმდეგ. ყველა სიტყვას სიმართლეს ვამბობ“ - ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაც მან გუშინ ილაპარაკა, ამის შესახებ შარშან დიტო სამხარაძეს ედო ფეისბუკპოსტი. „ორი რაღაც იყო ერთი და იგივე ინფორმაციაში, ვინმე ჩიქოვანმა თქვა ორი რაღაც გაბრაზებულზეო, დიტო სამხარაძე წერდა და პოსტვ-მ წელს მიაგნო. ერთი - აგინებდა ახალგაზრდებსო, სანამ 1000 ლარს არ ჩაურიცხავთ განცხადება ვერ გავაკეთებინეო და მეორე - ის ბავშვი გაპიარებული იყო, დავაგვიანეთო. თქვენ აქტივისტს მოატანინეთ, მართლა ჩაურიცხა თუ არა 1000 ლარი და გაირკვევა ყველაფერი. ჭორი რომ არ იყოს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ორი რაღაც თქვა იმ კაცმაო, ინფორმაცია იყო ასეთიო, ერთი 1000 ლარი ჩავურიცხეო და აგინა ჩხობაძესო და მეორე - რაღაც იგეგმებოდაო, გაპიარებული იყო ის ბავშვიო. ამოაღებინეთ ჩხობაძეს იმ დღეების ამონაწერი და თუ არ აქვს 1000 ლარი ჩარიცხული, ესე იგი რაღაც სიცრუესთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კრისტი

ტაბლოიდი 1713280150

VIDEO: „შოკში ვარ“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“ სალომესა და ქრისტის შორის

„პრაიმ ჰაუსში“ სალომე კაპანაძესა და კრისტი აბაკუმოვას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ვრცელდება რეალითი შოუს ანონსი, რომელშიც ჩანს, რომ მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თუ რამ გამოიწვია გოგოებს შორის კონფლიქტი, ამას „პრაიმ ჰაუს ALL STAR-ის“ მაყურებელი, დღეს, 23:00 საათზე იხილავს. ასევე ნახეთ:VIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბაVIDEO: ნივთმტკიცებულებების გახსნა დაიწყო - რა იპოვეს სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის ჩანთაშიყველაზე ცუდი შეყვარებულები ზოდიაქოს ნიშნებს შორის

ფული

მსოფლიო 1713279592

უდიდესი ძარცვა ლოს-ანჯელესის ისტორიაში: დამნაშავეებმა ნაღდი ფულის სახით $30 მილიონი მოიპარეს

უდიდესი ძარცვა ლოს-ანჯელესის ისტორიაში: დამნაშავეებმა ნაღდი ფულის სახით $30 მილიონი მოიპარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ თანხა საცავიდან გაიტანეს. მომხდარის შესახებ პოლიციამ მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო. ჯერჯერობით დაზუსტებული მოსაზრება, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ვერსია განიხილება.საქმეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი და FBI ერთობლივად იძიებენ. როგორც ცნობილია, სახელმწიფო საცავში ადგილობრივი ბიზნესებიდან მიღებული ფული ინახება. ეჭვმიტანილებმა სიგნალიზაციის ყველა წყარო დაახშეს, რის გამოც დეტალური ინფორმაციის შეგროვება ამ დრომდე ვერ ხერხდება.არსებობს ვარაუდი, რომ დამნაშავეები საცავში სახურავიდან ჩავიდნენ. საყურადღებოა, რომ საცავის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და მასზე ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფმა იცოდა, რომლებიც იქ მუშაობენ ან პირდაპირ არიან დაკავშირებულები სახელმწიფო სტრუქტურებთან. სეიფს გარეგნული ნიშნებით დაზიანება არ ეტყობა.ლოს-ანჯელესის ისტორიაში ამ შემთხვევამდე ყველაზე დიდი ძარცვა 1997 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც $18.9 მილიონი მოიპარეს. მაშინ 6 ადამიანი დააკავეს. ახალი ძარცვის გარშემო გამოძიება გრძელდება.

უჩა აბაშიძე

პოლიტიკა 1713278473

ნაცმოძრაობის აქტივისტი უჩა აბაშიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს: პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ, ბავშვები, ცხოველები არ წამოიყვანოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, უჩა აბაშიძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გასამართი აქციის მონაწილეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება არ აქვთ. აბაშიძე საპროტესტო აქციაზე წამსვლელ პირებს მოუწოდებს, არ წაიყვანონ ბავშვები და ცხოველები დღევანდელ აქციაზე. ის მოსახლეობას ასევე სთხოვს, არ დაიშალონ და სახლებში ადრე არ წავიდნენ. „ესე იგი, მეგობრებოდღეს არის 1-ლი მოსმენით განხილვა პარლამენტში.შარშანაც - ასე, 1-ლი მოსმენით მიიღეს და მერე-ღა გავიაზრეთ ყველამ, რომ არანაირი ფინტი ეს არ იყო, "გვაჩხუბებენ და გაჩერდებიან" არ მოხდა და ა.შ.სავარაუდოდ, დღესვე უყრიან კენჭს.მოკლედ, სავარაუდოდ, დღეს არის ის დღე, რომლის მერეც უკან დაბრუნების ვარიანტი აღარ გვექნება.ისევ "მწვანეს" დააჭერენ, კანონზე, რომელშიც არ წერია, რომელ ქვეყნებს ეხება და რომელ ჩვენს მოკავშირე ქვეყნებს - არ ეხება;არ წერია, რომელ სფეროებს ეხება მხოლოდ და მეტი არცერთ სფეროს;და "უცხოური გავლენის" დაბრალების საკმარის მიზეზად, წერია 1/5 ფულისა შემოგდის უცხოეთიდან, გამოძიება და უშიშროება და სასამართლო და დამტკიცება - არ სჭირდებათ;იმავდროულად - "ეჭვის საფუძველზე" - შეუძლიათ, შემოვიდნენ, გაგიჩერონ ორგანიზაცია, ამოიღონ შენი აპარატურა და მონაცემები "მონიტორინგზე" (მათ შორის პირადი მონაცემები)და მერეეეე... "ამონიტორონ" რამდენიმე კვირა, სანამ შენ დახურული ხარ და რაღაც ტენდერებზე ვერ გახვედი, რაღაც რეპორტები დააგვიანე.მერე გეტყვიან, "ა, უი, არ ყოფილხარ აგენტიო".ააან, გეტყვიან "ყოფილხარ აგენტი და 6 თვეში კიდევ მოვალთო".(ისედაც მოვლენ, ისევ "ეჭვის გამო", რო რამე).მოკლედ, დღეს 7-ზე იწყება აქცია.როცა შეძლებთ, მოდით, მოიკრიბეთ შემართება. აწი, სხვა გზა არაა, ისევ უნდა გვცემონ და წიწაკა გვასხან თვალებში.მე ვიქნები უფრო "თავისუფლების მეტროს" მხარეს რუსთაველზე.ბავშვები არ წამოიყვანოთ;ველოსიპედით არ მოხვიდეთ;ცხოველები არ წამოიყვანოთ.აქციიდან წასვლა არ დაიწყოთ 11 საათზე (თუ გინდა, გვიან მოდით, ოღონდ დარჩით 12-მდე პირველამდე, დაშლა იწყება მაგ დროს ხოლმე და ხალხი რო მიდის, მერე "ყველა მიდის").წამოიღეთ - ზურგჩანთით:წყალი(ბევრი);პირბადეები ან ბენდენები ან რამე;სათვალეები (ძაან შველის წიწაკას).შეგახსენებთ მთავარ სტრატეგიას (და ერთადერთ, დაუმარცხებელს):რო გვიტევენ, სახლში არ მოვდივართ.ანუ გადავდივართ გვერდით ქუჩაზე და ვაგრძელებთ.ეგრე განეწყვეთ, ხო ნუ, გვესვრიან, დაგვიშენენ - გადავალთ გვერდით ქუჩაზე.ყოველი შემდეგი მოწყობისთვის და მწყობრად წამოსვლისთვის - რამდენიმე საათი უნდათ.ასევე ეფექტურია, თუ ბევრნი ვიქნებით - ორივე მხრიდან დადგომა მათ გარშემო, მაშინ ვეღარ მოძრაობენ საერთოდ (მარა ორივე მხრიდან ბევრი ხალხი უნდა იყოს, რო ვერანაირმა წყლის მანქანამ და მომარაგების-მინიბასმა შიგნი წიწაკებით, ვერ გაიაროს)გავიმეორებ: რო გვშლიან, სახლში არ გარბიხართ.გადადიხართ სხვა ქუჩაზე და აგრძელებთ.ძალადობას არ ვიწყებთ, თუ ვინმე ჩვენიანი ძალადობს - აჩერებთ (ბოლო ბოლო ვინმე პოლიციელს ეძახით - შემოგზავნილია დააკავეთო).ძალიან მნიშვნელოვანი "დანის წვერი" - არის რო ვიდეოზე გადაიღოთ და მრავალჯერ დააფიქსიროთ - რო ძალადობა წამოვიდა მათგან და მხოლოდ ამის მერე, დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რამდენადაც ხიფათის ქვეშ გრძნობთ თავსასევე - თქვენ გაქვთ უფლება, და ვალდებულება - დაიცვათ სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე.პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ.ასევე პოლიციისგან უკანონო ძალადობის არ მოგერიების ვალდებულებაც არ აქვთ მოქალაქეებს.თუ პოლიციელი უკანონოდ გცემს და ჯანმრთელობას გიზიანებს - უფლება გაქვს, შეუბრუნო ხელი და უარესად სცემო დაჟე (ძალის პროპორციულობა არ მოგეთხოვება მოქალაქეს, როცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეს გრძნობ პროფესიონალის მხრიდან).მაგრამ!!!ხაზი გაუსვითაუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, და უნდა ვერცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ტელევიზიამ - ვერ თქვას რომ "ჩვენ დავიწყეთ", ამიტომ ჯობია 3-ჯერ მოითმინოთ და 3-ჯერ დააფიქსიროთ კამერაზე, სანამ პასუხს გასცემთ.ასევე - თუ სადღაც სხვაგან, მიტინგზე - ვინმე არღვევს კანონს, მე ეგ არ მხდის დამნაშავედ - და ჩემს წინააღმდეგ ძალის გამოყენება - ისევ უკანონოა და არ აძლევს იმათ მოქმედების უფლებას.თუ ვინმე კანონს არღვევს - დააკავონ.მარა როცა თვითონ ასრულებენ უკანონო ბრძანებას - ვალდებული არიან, არ შეასრულონ (არათუ უფლება აქვთ არ შეასრულონ).და თუკი მაინც ასრულებენ, მერე ჩვენ გვაქვს უფლება, არ დავემორჩილოთ უკანონო ბრძანებას.ააან, თუ ძალადობით ცდილობენ გვაიძულონ - და გზაში ჯანმრთელობის ხიფათს ვგრძნობთ (სულერთია რამდენად გვიზიანდება პროცესში, მე ვგრძნობდი, რომ დამიზიანდება - საკმარისია) - გვაქვს უფლება, თავი დავიცვათ, პოლიციის მიერ არაკანონიერი ძალის გამოყენებისას.მააააააგრამ! ვიმეორებ!!!თუ არაფერს არ იზამენ, ჩვენ არაფერი არ უნდა ვქნათ!!!ელაპარაკეთ ერთმანეთს, შეაჩერეთ "პადჟიკაწელები".თუ ისინი არ დაგვიწყებენ "გაყრას" აქციიდან, დაკავებას - არაფრის ჩადენის გამო.წიწაკას/წყალს/მახრჩობელა ბოლს - არაფრის გამო,და პროსტა იდგებიან,ჩვენც პროსტა ვიდგებით.უბრალოდ, რაც უფრო მეტი ვიდგებით - უფრო მოუწევთ "ჩაჩოჩება".და ვოზდუხ ობში - არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ, არ მოგვცენ დგომის საშუალება, აქაც, 5 მეტრით იქეთაც, და იმის იქეთაც.ყველაფერი ეგ მათი მოქმედებების, უკანონობის ზღვარზე სიარულია. შეუტიეთ ამაზე და გაუტრაკეთ.7-ის მერეა აქცია, ვიმეორებ, სახლებში "მალე" წასვლას - ჯობია დააგვიანეთ მოსვლა“,- წერს უჩა აბაშიძე.

ჭურჭელი

საზოგადოება 1713277222

8 ნივთი სახლში, რომელიც სიცოცხლეს ისე გვისწრაფებენ, ვერც კი ვხვდებით

ნივთები, რომლებიც ბევრ ოჯახშია, შესაძლოა, უსაფრთხო გვგონია, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება, სიცოცხლეც მოგვისწრაფოს.შეეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ მათი გამოყენება.საყოფაცხოვრებო ქიმიარაც არ უნდა ეკოლოგიურად სუფთად იყოს წარმოებული აღნიშნული საშუალებები, როგორც აღმოჩნდა, მათში შემავალი ტოქსინები ადამიანებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მაგალითად, ქლორის ორთქლი ყველაზე საშიშია. მისი ხშირი ჩასუნთქვა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების გაჩენას, ჰიპერტენზიის განვითარებას (მაღალი წნევა), ასევე ალერგიული რეაქციის გამწვავებას იწვევს, რომელიც დროთა განმავლობაში ბრონქულ ასთმაში გადაიზრდება. ასევე, ჰაერის გამწმენდში შემავალი ეთილენგლიკოლი ძლიერ ქოშინს, აჩქარებულ გულისცემას, თავის ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. გარდა ამის, ფტალინის მჟავის ეთერები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიაში შედის, კიდევ უფრო დამაზიანებელია. როგორც აღმოჩნდა, მას შეუძლია, ორსულ ქალზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს და სამომავლოდ, ბავშვის რეპროდუქციულ უნარებსა და განვითარებაზე უარყოფითად აისახოს.ცუდი ვენტილაციაოთახში არსებული მიკროკლიმატი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. თუ ოთახი კარგად არ ნიავდება, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სახლში ობი და ჭუჭყი დაგროვდეს, ალერგენები გამოიყოს და სხვადასხვა დაავადება განვითარდეს. მათ შორისაა, ონკოლოგიური დაავადებებიც.ავეჯი, რომელიც "დეესპესაგანაა" დამზადებულიმსგავს ავეჯს ფასისა და ხელმისაწვდომობის გამო ბევრი ადამიანი იყენებს. თუმცა, ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები სრულიად უხარისხო საშუალებებს მიმართავენ. თუ ავეჯი მძაფრი ქიმიური სუნით ხასიათდება, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ ფენოლს და ფორმალდეჰიდს გამოჰყოფს, რამაც შეიძლება არა მხოლოდ ალერგია, არამედ საკმაოდ მძიმე დაავადებები, მათ შორის, სიმსივნეც გამოიწვიოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხარისხიან ავეჯზე ფულის დაზოგვა არ ღირს.ვინილის შპალერიმიუხედავად იმისა, რომ ვინილის შპალერი ვიზუალურად კარგად გამოიყურება, ორგანიზმისათვის საშიშია. პოლივინილ ქლორიდი საკმაოდ გამძლე მასალაა, თუმცა ის ჰაერს არ ატარებს. შედეგად ობი, სოკო წარმოიქმნება. ამის გამო კი შესაძლოა, არაერთი პრობლემის წინაშე დავდგეთ.გაუმართავი ელექტროობათუ ბინას ძველ კორპუსში ყიდულობთ, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძველი გაყვანილობები თანამედროვე ტექნიკის სიმძლავრისთვის ხშირად შეუსაბამოა და შესაძლოა, საკმაოდ დიდი საფრთხე შეგიქმნათ. მოხდეს მოკლე ჩართვა და ხანძარი განვითარდეს.სინთეტიკური ხალიჩებიხალიჩები დღემდე სახლის პოპულარულ აქსესუარად ითვლება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მტვერს აგროვებს და მთელ გარემოს აბინძურებს. ეს კი ალერგიული რეაქციების, ასთმის და მრავალი სხვა რესპირატორული დაავადების განვითარებას იწვევს.ხოლო, თუ სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ხალიჩა გაქვთ, მაშინ სიტუაცია ორმაგად მძიმდება. ის პოლიპროპილენის, აკრილის, პოლიურეთანის, ვინილისა და ნეილონისგან შედგება, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.პლასტმასის ჭურჭელიპლასტმასის ჭურჭელი, კონტეინერები ბევრ ოჯახში ძალიან პრაქტიკულ ნივთებად ითვლება და ხშირად იყენებენ. ზოგჯერ ხანგრძლივი დროითაც ინახავენ. სინამდვილეში , პლასტმასის ჭურჭელი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. დროთა განმავლობაში, პათოგენური მიკრობები და ბაქტერიები გროვდება, რომლებიც ჩვენს ორგანიზმშიც აღწევს. ასევე, პლასტმასი გათბობის დროს ბისფენოლ A-ს და ფტალატს გამოჰყობს. ამ ნივთიერებებს კი შეუძლიათ, არაერთი პრობლემა შექმნან. მათ შორის, შეცვალონ ადამიანის ჰორმონალური დონე.ლაზერული პრინტერიდღეს პრინტერი არა მხოლოდ ოფისებში, არამედ სახლებშიც გვხვდება. ის საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია უსწრაფესად დავბეჭდოთ და გამოვიყენოთ. თუმცა, კვლევების თანახმად, პრონტერს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. საქმე ისაა, რომ ბეჭდვისას მოწყობილობა საბეჭდი ფხვნილის-ტონერის პაწაწინა ნაწილაკებს გამოჰყოფს. ის რამდენიმე წამში აღწევს ფილტვებში, იწვევს სუნთქვის გაძნელებას და შედეგად შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები განვითარდეს.გარდა ამისა, თუ პრინტერში ოზონის ფილტრი რეგულარულად არ იცვლება, ამან შეიძლება სისხლის დაჟანგვა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.წყარო: მშობლები