პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პარალელურად იერუსალიმში მეჩეთი დაიწვა

12:38 04-16-2019
4869

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის პარალელურად, იერუსალიმში ალ-აქსას უძველესი მეჩეთი იწვოდა.

ხანძარი გაჩნდა მუსულმანური სამყაროს რიგით მესამე ყველაზე წმინდა სალოცავის ერთ-ერთ ნაგებობაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, ცეცხლი მეჩეთის ერთ-ერთი სამლოცველოს  სახურავზე, უსაფრთხოების სამსახურის ოთახში გავრცელდა.

ხანძრის შედეგად ალ-აქსას მეჩეთს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიყენებია. მეხანძრეებმა ინციდენტზე რეაგირება დროულად შეძლეს.  დაიწვა მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობის ექსტერიერი.

width=2196

ავტორი: მარიამ გიგანი