პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

00:44 04-16-2019
59

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ:

“ვფიქრობ ყველა კათოლიკესა და ყველა ფრანგზე. ჩემი თანამემამულეების მსგავსად, დამწუხრებული ვარ, როცა ვხედავ ჩვენი ნაწილი როგორც იწვის,”- წერს ემანუელ მაკრონი ტვიტერზე.

“ფიქრებით ახლა ფრანგ ხალხთან და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან  ვარ, რომლებიც ალში გახვეული ტაძრის გამო იბრძვიან”, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი საშინელი სანახავია. იქნებ მფრინავი წყლის ტანკერები გამოიყენონ ჩასაქრობად. სწრაფი რეაგირებაა საჭირო! წერს აშშ-ს პრეზიდენტი. 

 

ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. 

''მე გულთან მიმაქვს ის საშინელი ხანაძარი, რომელიც პარიზში, ნოტრდამის კათედრალში მძვინვარებს. მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველო თანაუგრძნობს და გვერდში უდგას ფრანგ ხალხს'' - წერს სალომე ზურაბიშვილი

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე