,,არ გვჭირდება'' - „ქართული მარში" პრემიერის წინააღმდეგ

14:21 04-15-2019
485

,,ქართული მარშის'' ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. 

ბრეგაძის განცხადებით, ბახტაძემ ევროსაბჭოში გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ ვინც 17 მაისის გეი-აღლუმს ხელს უშლის მარგინალები არიან.

,,პრემიერმა ბახტაძემ სტრასბურგში-ევროსაბჭოში გამოსვლისას ღიად განაცხადა -“ვინც 17 მაისის გეი-აღლუმს ხელს უშლის მარგინალები არიან”- ასეთი რამ არცერთ წინა ხელისუფალს უკადრებია !!! ახლა ბატონ ბახტაძეს ორი გამოსავალი აქვს-ან გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს 100000 ქართველს, ეკლესიას,სასულიერო პირებს, რომლებიც 17 მაისს გეი-აღლუმის წინააღმდეგ გამოვიდა და ან უარყოს თავისი განცხადება !!! წინასწარ გეუბნებით - არც უარყოფს და არც ბოდიშს მოიხდის, რადგან ზუსტად ასე თქვა და ასე ფიქრობს !!! ამიტომ ქართველმა ერმა სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს. ასეთი პრემიერი არ გვჭირდება,'' - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.