ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს

11:48 04-15-2019
334

ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლიგორდაისრაელში არ შეუშვეს - ამის შესახებ ინფორმაციას imedinews - ავრცელებს. 17-კაციანი ჯგუფი ამ დროისთვის აეროპორტის სადეპორტაციო განყოფილებაშია.

სადეპორტაციო განყოფილებაშ მყოფებს შორის 5 ბავშვია. ანსამბლიგორდაისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და იქ მიმდინარე ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია შევიდა, საზღვარზე შემოწმების მიზნით, ანსამბლის 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისთვის საეჭვო ის გარემოება გახდა, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობისთვის მიდოდა, თუმცა 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ 5 იყო.

შესაბამისად, საგარეო უწყების ცნობით, მათ უარი ეთქვათ საზღვრის კვეთაზე. საქართველოს კონსული ჯგუფის ხელმძღვანელს ესაუბრა. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვები იყვნენ, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის რომ სამშობლოში დასაბრუნებლად ბილეთები უახლოეს რეისზე ეყიდათ, თუმცა მშობლებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს. კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა.

შეგახსენებთ, 11 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე ქვეყნიდან ელჩების გათავისუფლების წინადადებით მიმართა. ამ სიაში ასევე მოხვდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძეც.