ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713465622

დაიწყება ბნელი ზოლი - აპრილში ზოდიაქოს ორ ნიშანს სირთულეები ელის

აპრილი განახლებისა და ახალი მიღწევების თვეა, მაგრამ არის თუ არა ეს მხიარული ცვლილებებისა და წარმატების პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის? ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთისთვის ეს თვე შეიძლება საკმაოდ საცდელი იყოს. ზოდიაქოს ორ ნიშანს ელის წარუმატებლობა და სირთულეები, რომლებიც შესაძლოა აპრილში დაიწყოს. კირჩხიბიკირჩხიბისთვის, რომელიც ცნობილია თავისი იღბლითა და წარმატებებით, აპრილი შეიძლება იყოს გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშანს შეუძლია ცვლილებებთან ადაპტაცია, ამ თვეში წარმოიქმნება სირთულეები, რაც კირჩხიბისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ნიშნის წარმომადგენლები რთული არჩევანის წინაშე დგანან, რომელიც შემდგომში შეცვლის მათ ცხოვრებას. ასტროლოგები უწინასწარმეტყველებენ ამ თვეში უდიდეს სირთულეებს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე ახალ გამოწვევებს სამსახურში. თქვენს მიმართ დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს დროებითია. პრობლემების დაძლევის გასაღები სიმშვიდისა და კონცენტრირების შენარჩუნება იქნება.მშვილდოსანიმშვილდოსანისთვის, რომელსაც ყოველთვის აქვს ღრმა სურვილი, გააფართოვოს თავისი ჰორიზონტი და ეძებოს ახალი თავგადასავლები, აპრილი შეიძლება იყოს შეზღუდვებისა და დაბრკოლებების პერიოდი. შესაძლოა ახალ პროექტებზე უარი გითხარით, ასევე დიდია სამსახურში წარუმატებლობის ალბათობა. თქვენ იძულებული იქნებით გადახედოთ თქვენს საქმიანობას და გეგმებს, რომლებიც ადრე წარმატებული იყო. მშვილდოსანმა შეიძლება იგრძნოს, რომ მათი ენერგია და ოპტიმიზმი ახლა შეზღუდულია. თუმცა, ეს ასევე შეიძლება იყოს თქვენი მიზნებისა და მისწრაფებების ასახვისა და გადაფასების დრო.

ლენტა

შემთხვევა 1713465344

ცნობილი ხდება, ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდების ვინაობა

ცნობილი ხდება, ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების ვინაობა. დაჭრილები არიან გიორგი რუხაძე და სერგი ქურთიაშვილი. შემთხვევა გუშინ, 12 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 პირი დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.  

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1713464514

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს, 11:00-დან 18:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, ქვემო არანისი, არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, იორი, უნდილაანთკარი. 12:00-დან 18:20 საათამდე - აბონენტებს დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, იოსელიანის, ტაბიძის, ერისთავის, აღმაშენებლის, მ. კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი.11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი.12:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, არშა, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ტყარშეტი, ფანშეტი, გველეთი.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ჰაუსი

ტაბლოიდი 1713463978

VIDEO: „გოგოთი ნუ მელაპარაკები!“ - მწვავე დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსში“

„პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს ნინი გიგაური და სალომე ბარათაშვილი დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი გადაცემის ეთერში გასვლამდე, უცნობია.ნახეთ ანონსი  ↓

ნამდვილი ექიმები

რჩევები 1713463834

„ვიღებთ ყინულს, ვახვევთ მარლაში და თვალზე ვიდებთ“ - ნახეთ, რისთვის გვასწავლიან ექიმები ამ მეთოდის გამოყენებას

გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" სპეციალისტები საუბრობენ, როგორ შეიძლება ქუთუთოების შეშუპებას ვებრძოლოთ და ეს პრობლემა სახლის პირობებში მოვაგვაროთ:რეზო ომიაძე: თუ ქუთუთოები შესიებული და თვალები წითელი გვაქვს, პირველ რიგში, ქუთუთოები უნდა გავიგრილოთ. თვალში შეგვიძლია, დამატენიანებელი ჩავიწვეთოთ. სიწითლე შესაძლოა, სიმშრალის შედეგად იყოს გამოწვეული და ამიტომ, დამატენიანებლით უბრალოდ დავირბილებთ და სიწითლეს მოვიხსნით. ეს, ძირითადად, დამახასიათებელია ნაბახუსევისა და გამოუძინებელი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში, სახლის პირობებში ყველაზე კარგი ხრიკი გახლავთ ის, რომ ცივი საფენები დავიდოთ. ეს იქნება ყინული, თუ ტილო, რომელსაც ცივ წყალში დავასველებთ და ქუთუთოებზე დავიდებთ. რა თქმა უნდა, ტილო, ან პირსახოცი სტერილური უნდა იყოს და ეს ყველაფერი დღეში რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ. რაც არ უნდა დიდიხნით იყოს სიცივე თვალთან ახლოს, თვალს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. თუმცა, შესაძლოა, წიაღების ანთება გამოიწვიოს. ამიტომ, ცივი ტილოს დასადებად 5-10 წუთი სავსებით საკმარისია.ლევან რატიანი: როდესაც გადავწყვეტთ, რომ თვალის ირგვლივ შეშუპება ცივი საშუალებით მოვხსნათ, ასეთ რამეს ვაკეთებთ: ვიღებთ ყინულს, ვახვევთ მარლაში, ან სუფთა ტილოში და თვალზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიდებთ. უჯრედებისა და ქსოვილების შეშუპების მოხსნა სიცივის ეფექტიდან გამომდინარე ხდება.  რეზო ომიაძე: კიდევ ერთი საშუალება კიტრია. პირველ რიგში, კანი მოვაშოროთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად. კიტრი ცივი უნდა იყოს, მაცივრიდან გამოღებული და დახუჭულ თვალზე, ზედაპირზე მოვითავსოთ. აღმოჩნდა, რომ კიტრში შემავალი სითხე და ვიტამინები ძალიან კარგად ატენიანებს ქუთუთოებს და შეშუპებას ხსნის. ეს ყველაფერი რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ. როდესაც კიტრი გათბება, მოვიშოროთ და ახალი ცივი კიტრი დავიდოთ.ლევან რატიანი: ჩაის ექსტრაქტის მოქმედება თვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ყველასთვის ცნობილია. ჩაი აუცილებლად ცივი უნდა იყოს. მას თავის ფარმაკოლოგიური ეფექტიც გააჩნია. ჩაი კოფეინს შეიცავს. კოფეინს სისხლძარღვის შემავიწროვებელი ეფექტი ახასიათებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც თვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილი შეშუპებული, სისხლძარღვი გაფართოებულია. სწორედ ჩაის ნაყენის საფენის დადება ქსოვილებში სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, რაც შეშუპებას ავტომატურად ხსნის. ნაყენი ძალიან კონცენტრირებული უნდა იყოს, 2 პაკეტი, დაახლოებით, 100 მილილიტრ წყალში.თიკა ფაცაცია: შეგვიძლია, 2 კოვზი მაცივარში 20-25 წუთის განმავლობაში ვათავსოთ. ის სასურველ ტემპერატურას მიიღებს და შემდეგ ქუთუთოებზე დავიდებთ. მერე შესაძლოა, მასაჟიც გავიკეთოთ.რეზო ომიაძე: თუ თვალები ხშირად გვისივდება, გრძელვადიან ხერხს უნდა მივმართოთ. პირველ რიგში, წყალი დიდი რაოდენობით უნდა მივირთვათ. უნდა გამოვიძინოთ. ძილის დროს მაღალი ბალიში გამოვიყენოთ, რომ თავი უფრო ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს, რადგან ლიმფოდრენაჟი გაუმჯობესდეს. თვალის გარშემო დამატენიანებელი კრემი უნდა გამოვიყენოთ. კვების რაციონიდან მარილი აუცილებლად შევამციროთ, რადგან მარილი წყალს აკავებს და შეშუპებას ხსნის. სითხის დონის დაბალანსებას კალიუმი ხელს უწყობს. ამიტომ, კალიუმის შემცველი პროდუქტები უნდა მივირთვათ. მაგალითად, ბანანი, პარკოსნები და იოგურტი. თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.