მეცნიერებმა ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს

13:09 04-09-2019
141

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი – არაჯანსაღი კვებაა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მარილის ჭარბი მოხმარება და უხარისხო მარცვლეულის, ხილის და ბოსტნეული კულტურების არამიზნობრივი გამოყენება, ყოველწლიურად 11 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.

რეგულარული „არასწორი“ კვების მიღებით, ორგანიზმი არასტაბილურ ფუნქციონირებას იწყებს.  მსგავსი ორგანიზმის მქონე ადამიანს ხშირად  გული, ინსულტი, დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

პორტალ Science Alert-ის ინფორმაციით, მენიერებმა, კვლევის თანახმად გამოიკვლიეს, რომ არაჯანმრთელი კვება, მეტად მომაკვდინებელია, ვიდრე მწეველი ადამიანების.

დიდი რაოდენობის ნატრიუმის შემცვლელი საკვების(მარილი) მიღების შედეგად, ყოველწლიურა 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება, იგივე რაოდენობის ადამიანი, უხარისხო მარცვლეულის, ხოლო 2 მილიონი კი, უხარისხო ხილის. არადაბალანსებული კვება - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს და დიაბეტის გამომწვევი ფაქტორია.

ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტა, რომელიც შეიცავს ხილის, ბოსტნეულის და თხილის, რომელიც დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და ზეითუნის ზეთი, რომელიც ცხიმოვანი მჟავას შემცველია, შედარებით ნაკლებად არის გარდაცვალების მიზეზი.  

არაჯანმთელი კვების შედეგად, მილიონობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზის კვლევას სხვა ქვეყნებთან ერთად ისრაელი, საფრანგეთი და ესპანეთიც ჩაერთო. უზბეკეთის რესპუბლიკაში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტია პური და მაკარონია, სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია - ყოველწლიურად 100 000-დან 891 ადამიანი იღუპება. 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მწეველების გარდაცვალების რიცხვი - წელიწადში 7 მილიონი ადამიანია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ არაჯანმრთელი კვება გაცილებით მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე თამბაქო. 

ავტორი: რუსა ღვანიძე