"ტარო" თავისუფალია - როგორ გამოიყურება გავლენიანი "კანონიერი ქურდი" 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ (ვიდეო)

12:05 04-09-2019
2329

პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანიკანონიერი ქურდიტარიელ ონიანი რუსეთის საპატიმროდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

გათავისუფლების მომენტიდან დღის წესრიგში დგება მისი დეპორტაციის საკითხი, ვინაიდან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტარიელ მულუხოვის (ონიანი) რუსეთის ტერიტორიიდან სამუდამო გაძევების შესახებ.

კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო მისჯილ 10-წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.

2010 წელს რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა არაკანონიერი გზით მიიღო, თუმცა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. იყო ვარაუდი, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტარიელ ონიანს რუსი სამართალდამცავები ესპანეთს გადასცემდნენ, სადაც მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და თანხების არალეგალური გზით მითვისებას სდებენ ბრალად.როსბალტისწყაროს ცნობით, დეპორტაციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მარშუტად საქართველო განიხილებოდ, თუმცა „ტაროს“ სავარაუდოდ თურქეთში გაუშვებენ, სადაც ბოლო წლებშიკანონიერი ქურდებისდიდი კონცენტრაცია შეინიშნება.

მედია არ გამორიცხავს, რომ ტარიელ ონიანის გათავისუფლების შემდეგ კვლავ გააქტიურდება ქურდულ სამყაროში ნომერ პირველიკანონიერი ქურდისარჩევის საკითხი, რამაც შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვიოს.

შაქრო კალაშოვის დაპატიმრებითბოსების ბოსისტიტული ვაკნტური გახდა და ქურდული სამყაროს ტახტზე ასასვლელად ერთდროულად რამდნიმეკანონიერი ქურდიიბრძვის. ცხადია, მათ შანსები მნიშვნელოვნად მცირდება, რადგან ტახტისთვის ბრძოლაშიტაროუკვე ღიად ჩაერთვება, - წერს რუსული მედია.

P.S. ვიდეო, რამდნეიმე თვის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაღებული, სადაც ონიანს გათავისუფლების შემდგომი სამართლებრივი პროცედურები გააცნეს.