ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნიკოლოზ წულუკიძე

faceამბები 1713959220

VIDEO: „ყველას რაღაც უნდა ჩვენგან, დედა ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი ჩვენთვის უნდა“ - ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური ვიდეო

სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური ვიდეო ვრცელდება, სადაც ის დედაზე საუბრობს:დედისა და შვილის სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს. ყველას რაღაც უნდა ჩვენგან, დედა ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი ჩვენთვის უნდა. ჩვენ ვითხოვთ რაღაცას ყველასგან და მათ შორის, დედისგანაც. ამიტომ ჩაეხუტეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, აგრძნობინეთ რომ გიყვართ. დედაზე მნიშვნელოვანი არაფერი გაჩენილა" - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე. 

სურსათი

საზოგადოება 1713958900

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ.აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 817 ნიმუში/სინჯი.პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში); კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი.

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

მსოფლიო 1713958740

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს შანხაისა და პეკინში გამართავს. შანხაიში ამერიკელი დიპლომატი სტუდენტებსა და ბიზნესმენებს შეხვდება, ასევე კალათბურთის თამაშს დაესწრება.პეკინში კი ბლინკენ მოლაპარაკებებს გამართავს თავის ჩინელ კოლეგასთან და ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან. ამერიკული მედია წერს, რომ სხვადასხვა საკითხზე მსჯელობასთან ერთად ბლინკენი ჩინეთს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

რიანა

შოუბიზნესი 1713958560

რიანამ ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ხის ფორმა მოირგო

რიანა ახალ სარეკლამო კამპანიაში ხის სახით წარმოგვიდგა. 22 აპრილს, მომღერალმა და დიზაინერმა მსოფლიოს ახალი, FENTY x PUMA-ს კოლექცია წარუდგინა.36 წლის რიანამ FENTY x PUMA-ს ახალ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ფოტოებზე ძალიან უჩვეულო იმიჯით გამოჩნდა. მისი უახლესი კოლექციის ჩვენების ფოტოსესიისთვის პოპ დივამ მოირგო მწვანე კოსტიუმი, რომელიც თავიდან ფეხებამდე მორთული იყო ცოცხალი ტოტებით და ფოთლებით და ბუნებისგან შთაგონებული იერი შეუთავსა ყავისფერ Creeper Phatty სპორტულ ფეხსაცმელს ახალი ხაზისგან.  ეს არის განახლებული და უფრო მასიური მოდელი რეზინის ზოლიანი ძირით. ორიგინალი პირველად გამოვიდა 2015 წლის სექტემბერში და მყისიერად მოიგო მოდის მიმდევრების გულები მთელს მსოფლიოში.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1713958261

ზღვა ემოციები - რა სახალისო საჩუქარი მიიღო ნუცა ბუზალაძემ

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ იტალიელი ქორეოგრაფისგან სახალისო საჩუქარი მიიღო.“ხელის ქანდაკება” იტალიელებისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციური საუბრის მანერას უკავშირდება.ვიდეო კადრებში, რომელიც თავად საჩუქრის ავტორმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ნუცას „იტალიური ხელი“ ძალიან მოეწონა და ბევრიც იხალისა.