ბიბლიოთეკაში უცხო პირები შეიჭრნენ - დაზიანებულია ინვენტარი

23:16 04-07-2019
197

კახეთში, გურჯაანის რაიონ სოფელ ვეჯინში, დაუდგენელი პირები ბიბლიოთეკაში შეიჭრნენ და ინვენტარი დააზიანეს, ასევე იყო ხანძრის გაჩენის მცდელობა, ამის შესახებ გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

ამ წუთებში, სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს, განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი.

იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, რომლის ლოკალიზებაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად მოახდინა, რისთვისაც მადლობას ვუხდი - წერს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.