საქართველოში მიწისძვრა ონის მახლობლად მოხდა

22:02 04-07-2019
1349

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 21:37 საათზე, ონთან  3.7 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

შემთხვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.