სანდრა რულოვსი და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოკპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახში იმყოფებოდნენ

16:00 04-07-2019
1591

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ შამგონადან გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ესტუმრა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა და სანდრა რულოვსმა ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული მათი ოჯახის წევრი მალე სახლში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გელა როსტობაია რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მსგავსი ფაქტები ხშირია. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და ხელისუფლება ამის შესაჩერებლად შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს. 

 

ავტორი: თეა შონია