ყაზტრანსგაზი: დიღმის მასივში მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა

13:32 04-07-2019
16

კომპანია „ყაზტრანსგაზი“ თბილისი, დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის აალების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების განმარტებით,   დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მეზობლების ინფორმაციით , ბინა, სადაც აალება მოხდა ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო.  წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი გუშინ დატოვეს.

ყატრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას არ დატოვონ გაზდანადგარები უყურადღებოდ. გაუფრთხილდით თქვენი და მეზობელების სიცოცხლეს!