„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ ჩაჭრილი კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელები სპეციალისტებს კვლავ მიერთებული დახვდათ

13:23 04-07-2019
21

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ ჩაჭრილი კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელები სპეციალისტებს კვლავ მიერთებული დახვდათ

2019 წლის მარტში, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე, თქვენი მეზობლებისთვის.

მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ( 585); ჩუღურეთში ( 430 ) და სანზონაში ( 332) ჩაიხსნა. რაიონების მიხედვით მარტის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სამგორში - 585

ჩუღურეთში - 430

სანზონაში - 332

ისანი - 287

ნაძალადევი - 284

გლდანი - 231

მთაწმინდა - 194

კრწანისი - 165

ვაზისუბანი - 145

ვაკე - 96

დიდუბე - 58

ნუცუბიძე - 49

წყნეთი - 34

დიღომი - 25