რა გახდა დიღმის მასივში აფეთქების მიზეზი - "ყაზტრანსგაზის" განცხადება

13:05 04-07-2019
1232

დიღმის მასივში კორპუსის აფეთქებას ყაზტრანსგაზი სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც პრაიმტაიმი უცვლელად გთავაზობთ:

სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა სადაც აალება მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით გუშინ დატოვეს . ყაზტრანსგაზთბილისი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობელების სიცოცხლეს.- ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.