აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში?

10:24 04-07-2019
3056

აპრილში ზოდიაქოს ნიშნების დიდ ნაწილს ბედი უღიმის და ვარსკვლავები ცხოვრების ხელახლა დაწყების საშუალებას აძლევენ. გაინტერესებთ, ვის უმართლებს ყველაზე მეტად? გაეცანით თვის სასიყვარულო ჰოროსკოპს: 

ვერძი
თუ პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა არ გსურთ, შვებულება აიღეთ და აპრილის პირველი დეკადი პარტნიორს მიუძღვენით. მას თქვენი გვერდში დგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. კარგი იქნება თუ განმარტოვდებით და სამოგზაუროდ წახვალთ. ხშირად ესაუბრეთ და იყავით გულწრფელი. იზრუნეთ სქესობრივი კავშირის გაძლიერებაზე.მარტოხელა ვერძებო გამოამჟღავნეთ გრძნობები!გაეცით კომპლიმენტები თაყვანისმცემლებიდან ერთ-ერთი თქვენი მეორე ნახევარი გახდება.

კურო 
კუროებს აპრილის შუა რიცხვამდე კრიტიკული პერიოდი ელით.ხშირად მოგინდებათ გაექცეთ ცხოვრებას. სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყური უგდეთ საკუთარ ფიქრებს,გააანალიზეთ რა გინდათ სინამდვილეში.ამ გზით ემოციური ფონს მარტივად გაუმკლავდებით.აპრილში წონასწორობა შეინარჩუნეთ, პრობლემების მოგვარება კი მაისს მიანდეთ. მარტოხელა კუროების ცხოვრებაში გამოჩნდებიან სერიოზული ურთიერთობით დაინტერესებული ადამიანები.

ტყუპები
პოზიტიური თვე ელით,სატურნის რეტროგრადულობა ხელს გიწყობთ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.მათ ვისაც, დიდი ხანია გული გტკივათ, აპრილში საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად სწორ გზას იპოვით.წარმატებული სიყვარულის ფაზა მთელი თვის განმავლობაში გაგყვებათ, მაისში კი თქვენზე დამოკიდბული როგორ შეინარჩუნებთ მას.ასტროლოგები დაოჯახებულ ტყუპებს ურჩევს დროებით დაივიწყოთ სიჯიუტე და საყვარელ ადამიანს სითბო აგრნობინონ.

კირჩხიბი
პირად ფრონტზე კირჩხიბებს ქაოსი აქვთ!თქვენი მგრძნობიარე და რომანტიკული ბუნება ახლა ყველაზე მეტად უნდა გამოავლინოთ, ეცადეთ კრიტიკულ სიტუაციებშიც კი მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან. მთვარის სუსტი პოზიცია აპრილში თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს.მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა და მუდმივად მარტო ყოფნის სურვილი შეგიპყრობთ.მარტოხელა კირჩხიბები საქმიან ურთიერთობას რომანში გადაზრდიან.

ლომი
ყველაფერი ცუდი წარსულში რჩება,მოულოდნელად ახალი გრძნობა შეგიპყრობთ. ყურადღება გაამახვილეთ ჩაცმაზე,იყავით მომხიბვლელები. რეტროგრადული სატურნი გეხმარებათ ახალი საინტერესო კავშირის დამყარებაზე. დაოჯახებული ლომებისთვის იღბლიანია 19-30 აპრილის პერიოდი.მიუხედავად იმისა,რომ მარტში ხშირი იყო მეუღლესთან უთანხმოება,რაოდენ გასაკვირი არ უნდა მოგეჩვენოთ მარ აპრილში მარტივად გაუმკლავდებით. კვლავ შეიგრძნობთ ცხოვრების განახლების სურვილს. 

ქალწული
შეწყვიტეთ ორჭოფობა და მზად იყავით ტრფობისთვის.აპრილში საოცარ სიყვარულის ძალას იგრძნობთ.იმუშავეთ საკუთარ თავზე,რომ საბოლოოდ აღმოფხვრათ ნეგატიური ფიქრები თქვენს პირად ცხოვრებაზე.მარტოხელა ქალწულებისთვის აპრილი საუკეთესო დროა, სასიყვარულო ურთიერთობების სრულყოფისათვის.უმეტესობა გაოცდება მათი მალული რომანტიკული ნიჭით. დაოჯახებულ წყვილებს ასტროლოგები ურჩევს თავი აარიდონ საყვედურებსა და ჩხუბს, რომ კონფლიქტებმა ბედნიერებაში ხელი არ შეუშალონ.

სასწორი
საქმეზე გადამეტებული ყურადღება, პარტნიორში უკმაყოფილებას გამოიწვეს.თუ არ გსურთ,რომ ოჯახი ბრძოლის ველად გექცეთ,მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარები განახორციელეთ მაშინ,როცა სამსახურში იქნებით.მარტოხელა სასწორებო, წარმატებული პირადი ცხოვრებისთვის აქტიურობა ახლა უნდა დაიწყოთ. მზე აპრილის მეორე დეკადში ძალას ჰკარგავს, ისღა დაგრჩენიათ თაყვანისმცემლებს თქვენი გულის მოგების საშუალება მისცეთ.

მორიელი
ოჯახური ურთიერთობების მოსაგვარებლად და ახალი პარტნიორის საპოვნელად საუკეთესო პერიოდია 1-15 და 24-30 აპრილი. მთვარე დროის ამ მონაკვეთში შესუსტებულია, ეს კი ნიშნავს იმას რომ გულგატეხილმა მორიელებმა დრო უნდა გამონახონ გართობისთვის, იარეთ წვეულებებზე, მიეცით თავს ბედნიერების უფლება და ის აუცილებლად გიპოვით თქვენ. მეწყვილეს მაძიებელო მორიელებო,ვარსკვლავები გირჩევთ იყოთ გულწრფელები,თქვენი ბუნებრიობით აპრილში არაერთ მამაკაცს მოხიბლავთ.

მშვილდოსანი
დაოჯახებული მშვილდოსნებისთვის იღბლიანი თვის პირველი ნახევარია.მზე თქვენს პროზიტიურ განწყობაზე 20 აპრილამდე ზრუნავს.თვის ბოლოს კი ასპარეზზე მარტოხელა მშვილდოსნები გადმოინაცვლებენ,მათი გრავიტაციული ძალები იზრდება, შემოქმედება დაგეხმარებათ მოიწყოთ ახალი სასიყვარულო თავგადასავალები. არ შეუშინდეთ ახალი ურთიერთობის დაწყებას.საკუთარი ბედნიერების პასუხისმგებლობა თავადვე აიღეთ და აუცილებლად გამოგივათ. 

თხის რქა
აპრილში თხის რქებს ჰარმონია ივიწყებს, ოჯახში დაძაბულობა გელით. ხშირად წვრილმანები თავსატეხად გექცევათ,ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ მათ. ეს არ იქნება ადვილად გადასალახი, თუმცა თუ მოთმინებით მოეკიდებით გამკლავებას შეძლებთ. ასტროლოგები გირჩევთ დროებით დაივიწყოთ სიამაყე და პრეტენიზიები. დასაოჯახებელი თხის რქები 22 აპრილს შეხვდებიან ცხოვრების მეგზურს. 

​მერწყული
მერწყულს ვერ წარმოუდგენია,თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი საქმიანი, დამღლელი ყოველდღიური ცხოვრება თუმცა ეს აპრილში ნამდვილად შესაძლებელია. მოდუნდით,საქმიანი ვიზიტები მომდევნო თვეს მოისროლეთ.ფართოდ გაახილეთ თვალები და დააკვირდით იმ ადამიანებს,რომლებთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ,მათში თქვენი ცხოვრების თანამგზავრი იმალება,რომელიც დიდი ხანია საოცრად ინიღბება.კოცენტრირდით პირადი ურთიერთობის მოგვარებაზე,სიყვარული რომელსაც აპრილში დაკარგავთ უკან არასდროს არ დაგიბრუნდებათ.

თევზები
აპრილში ბედნიერება თქვენს ხელთაა,დროა თავაწეულმა იაროთ და გჯეროდეთ რომ გაქვთ ის რაც გსურთ.თუ ნამდვილად გსურთ სიყვარულის მორევში გადავარდნა ზედმეტი ფიქრები მოიშორეთ და დატკბით ყოველი წუთით.იბრძოლეთ ბედნიერებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული წყვილები,რომლებიც დაშორებულები არიან,შერიგდებიან.

წყარო: astrologi.ge