თაგვების მუმიები ძველეგვიპტურ სამარხში

19:14 04-06-2019
112

ძველეგვიპტურ სამარხში, ქალაქ სოხართან ახლოს არქეოლოგებმა თაგვების, კატებისა და ფრინველების მუმიები აღმოაჩინეს.

ცხოველთა ნეშთები ორი ადამიანის სარკოფაგის ირგვლივ იყო დალაგებული. სამარხის შიდა კედლებზე კი მუმიათა დაკრძალვის პროცესია ამოტვიფრული.

ექსპერტების აზრით, სამარხები 2 ათასზე მეტი წელისაა და იქ ეგვიპტელი წარჩინებული ტუტუ და მისი მეუღლეა დაკრძალული.

სამარხი ძველი არტეფაქტების მძარცველებმა, უკანონო გათხრების დროს აღმოაჩინეს. მძარცველები სამართალდამცავებმა დააკავეს. 

ეგვიპტის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ისტორიულ საკითხებში, აღმოჩენას, საუცხოო და ფერადი საფლავი უწოდა და აღნიშნა, რომ: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ამ რეგიონში, მთელი დროის მანძილზე. 

ეგვიპტის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სამარხი ტურისტებს  ქალაქ სოხარში მიიზიდავს, რომელიც ქაიროდან სამხრეთით მდებარეობს.