1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1713364240
ახალგაზრდებს ატყუებენ, გამჭვირვალობის ქართულ კანონს მტრის კანონად მოიხსენიებენ, ამით ცდილობენ ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ, ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანონ და შექმნან დაძაბულობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვაჟა კოკაია წერს. მისი თქმით, რუსული საქმის გამკეთებელი ოპოზიციის გვერდით ქართველი ახალგაზრდობა არ დადგება. „ახალგაზრდებს ატყუებენ, გამჭვირვალობის ქართულ კანონს მტრის კანონად მოიხსენიებენ, ამით ცდილობენ ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ, ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანონ და შექმნან დაძაბულობა, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი - ჩვენი სამშობლოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, სწორედ ამიტომ რუსული საქმის გამკეთებელი ოპოზიციის გვერდით ქართველი ახალგაზრდობა არ დადგება“ - წერს ვაჟა კოკაია Facebook-ზე.
პოლიტიკა • 1713363920
ელენე ედანიშვილი: როდესაც აშკარაა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკით ფინანსდებიან ისეთი მავნე ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულები არიან LGBT პროპაგანდით, ეკლესიის საწინააღმდეგო აქტივიზმით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნით და ა.შ. არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ აფინანსებს და რა სქემით? როდესაც აშკარაა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკით ფინანსდებიან ისეთი მავნე ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულები არიან LGBT პროპაგანდით, ეკლესიის საწინააღმდეგო აქტივიზმით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნით და ა.შ. არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ აფინანსებს და რა სქემით? - წერს სოციალურ ქსელში ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე ედანიშვილი. მანვე აღნიშნა, რომ ის და მისი მეგობრები მშვიდობიანად ივლიან ევროპის გზაზე და არავინ შეეცადოს მათი სახელის გამოყენებას. „ როდესაც აშკარაა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკით ფინანსდებიან ისეთი მავნე ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულები არიან LGBT პროპაგანდით, ეკლესიის საწინააღმდეგო აქტივიზმით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნით და ა.შ. არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ აფინანსებს და რა სქემით? არა მონობას და არა ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობებს! მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას“, - წერს ელენე ედანიშვილი Facebook-ზე.
პოლიტიკა • 1713363778
„როგორ შეიძლება რუსული დაარქვა დეკლარაციის შევსებას?! როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად?! სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს. „როგორ შეიძლება რუსული დაარქვა დეკლარაციის შევსებას?! როგორ შეიძლება არადემოკრატიული დაარქვა გამჭვირვალობას?! როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად?! სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში“-ლუკა ნემსაძე.
პოლიტიკა • 1713362450
უვიზო რეჟიმის მიღება, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, კანდიდატის სტატუსის მოპოვება... ეს ის უდიდესი ნაბიჯებია ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც იმ გუნდთან ერთად გადადგა საქართველომ, რომელსაც დღეს რუსული საქმის გამკეთებლებს ეძახიან ის ადამიანები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები, გადასცეს უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსებს და დღემდე აგრძელებენ იმ რუსულ საქმეს რასაც ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის დამყარების მცდელობა ჰქვია, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ერეკლე გაგნიძე.გაგნიძის თქმით, სულ რაღაც ერთი თვის წინ ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, სუვერენიტეტს და რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ეს ხალხი ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას დღეს და კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია უწოდებს რუსულს.„„კონსტიტუციურმა ორგანოებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ საქართველოს მომავალი რომ ევროპაშია ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რასაც კონსტიტუციაში შეტანილი ეს მუხლიც ცხადყოფს. უვიზო რეჟიმის მიღება, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, კანდიდატის სტატუსის მოპოვება... ეს ის უდიდესი ნაბიჯებია ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც იმ გუნდთან ერთად გადადგა საქართველომ, რომელსაც დღეს რუსული საქმის გამკეთებლებს ეძახიან ის ადამიანები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები, გადასცეს უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსებს და დღემდე აგრძელებენ იმ რუსულ საქმეს რასაც ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის დამყარების მცდელობა ჰქვია. სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩვენმა ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სუვერენიტეტს და რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. სწორედ ეს ხალხი ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას დღეს. და კანონს გამჭვირვალობის შესახებ, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია უწოდებს რუსულს.საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - წერს ერეკლე გაგნიძე.
რჩევები • 1713362040
რომელი უცხიმო საკვებია არაჯანსაღი
დიეტოლოგის, სარა გარონემეს თქმით, უცხიმო საკვები, მათ შორის უცხიმო ნაყინი ან მსუბუქი მაიონეზი, კარგია მხოლოდ გარკვეული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და საზიანოა მომხმარებლების უმრავლესობისთვის.სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მწარმოებლები ხშირად ცვლიან პროდუქტიდან ამოღებულ ბუნებრივ ცხიმს ემულგატორებით და სხვა ინგრედიენტებით, რომლებიც არ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს.დიეტოლოგმა ერთ-ერთ ასეთ პროდუქტად უცხიმო ნაყინი დაასახელა. ის, ისევე როგორც სხვა გაყინული დესერტები, ცხიმის მოცილებისას კარგავს არა მხოლოდ გემოს, არამედ კვებით ღირებულებასაც. მოუხდელი რძისგან დამზადებული ნაყინი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმს და პროტეინს. გარონე მიიჩნევს, რომ დიეტური მაიონეზი ჯანმრთელობას არ გააუმჯობესებს. მისი თქმით, ამ სოუსის ტრადიციული ვერსია ღირებულია ზუსტად კვერცხის გულების გამო, რომელთაგან თითოეული შეიცავს დაახლოებით ხუთ გრამ ცხიმს. თუმცა, ცხიმის დაბალი შემცველობის მსუბუქი მაიონეზის მომზადებისას მწარმოებლები ხშირად იყენებენ გამასქელებელს (მოდიფიცირებული საკვები სახამებელი) და კვერცხის ნაცვლად ამატებენ სოიოს ზეთს. მართალია ეს ინგრედიენტები საშიში არ არის, მაგრამ არ შეიცავს A, B12 და D ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებითაც კვერცხის გული მდიდარია, ხაზგასმით აღნიშნა დიეტოლოგმა. დასასრულს სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბევრი მომხმარებელი, ვისაც სურს შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, კარაქის ნაცვლად მარგარინს ყიდულობს. თუმცა, მისი თქმით, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ კარაქი ზრდის გულის პრობლემების რისკს.ამავდროულად, დიეტოლოგმა მოგვიწოდა თავი შევიკავოთ ამ პროდუქტის გადაჭარბებული გამოყენებისაგან მისი მაღალი კალორიული შემცველობის გამო.