"ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უალტერნატივოა - ნიკა მელია

15:19 03-24-2019
94

ჩვენ მივიღეთ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თავხედობა და უზნეობა - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" მერვე ყრილობაზე განაცხადა.

პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანმა ხელისუფლება არადემოკრატიული მმართველობის მოდელის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმე არის ლაკმუსის ქაღალდი "ქართული ოცნების" მართვის სტილის.

მელის თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უალტერნატივოა არის "ნაციონალური მოძრაობა".

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მერვე ყრილობას სტუმრის სტატუსით პოლიტიკოსებთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრება.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი