ნორვეგიის სანაპიროსთან  საკრუიზო ლაინერიდან მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს (ვიდეო)

09:18 03-24-2019
904

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, გემ „ვიკინგ სკაის” ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ლაინერი იძირება. ხომალდიდან განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მიიღეს.

სამაშველო ოპერაციაში ვეტმფრემენებიც არიან ჩართული. 

ხომალდიდან 1300 ადამიანი გამოიყვანეს. რამდენიმე მგზავრი კიდევ ბორტზე რჩება, თუმცა ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს.