რა აკავშირებს პოლიციელებზე თავდამსხმელს ოზურგეთის საკრებულოს წევრთან (Exclusive)

17:43 03-21-2019
1050

სანამ პოლიცია პატრულის ეკიპაჟზე თავდამსხმელს ეძებს, „პრაიმტაიმმა“ მისი ვინაობა გაარკვია. ინფორმირებული წყაროს ცნობით, პირი, რომელმაც 19 მარტს ოზურგეთში პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნა და ადგილიდან მიმალვაც მოახერხა, ირაკლი თავდიშვილია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ის ოზურგეთის საკრებულოს წევრის შალვა თავდიშვილის, მეტსახელად შაკას ბიძაშვილია.

შალვა თავდიშვილი საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით მოხვდა.

შემთხვევა 2 დღის წინ ოზურგეთის სოფელ ძიმითში მოხდა. პატრულმა, გადამოწმების მიზნით, ავტომობილი გააჩერა. მანქანაში, გარდა მძღოლისა, მგზავრი იჯდა.  ის მანქანიდან გადმოვიდა და პატრულის მანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.