Exclusive: სააკაშვილს პარტიაში ვაშაძე შეცვლის

11:47 03-16-2019
694

უკვე რამდენიმე წელია „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარე არ ჰყავს.

პარტიაში ამბობდნენ, რომ ამ ადგილს ისევ მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს. პარტიული სტატუსი ექსპრეზიდენტმა მას შემდეგ დაკარგა, რაც ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის გამოც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

როგორც „პრაიმტაიმს“ უკვე გაზაფხულზე  პარტიაში დაუდასტურეს, სააკაშვილის მოთხოვნით, გაიმართება ყრილობა. სააკაშვილს პარტიაში გრიგოლ ვაშაძე შეცვლის.

ექსპრეზიდენტი კმაყოფილია ვაშაძის საპრეზიდენტო მარათონით და მას „ძლიერ და იმედისმომცემ“ ფიგურას უწოდებს.