ნუცუბიძეზე მუშა მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

18:43 03-14-2019
976

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის 21-ში მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი გადმოვარდნისას მე-7 სართულზე დაეცა და თავის სასიკვდილო ტრავმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ალექსი ქამადაძე