ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

პოლიტიკა 1714049496

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები.ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით.ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ.საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივას, ასევე - განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ლენტა

შემთხვევა 1714049461

ტრაგედია ბათუმში - 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.მცირეწლოვანი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად TV 25-მა გაავრცელა.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1714049121

ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი - რატი იონათამიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია.„ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა: სააკაშვილის გათავისუფლება; ივანიშვილის დასანქცირება; გამჭვირვალობის კანონის გაწვევა; ოჯახური ღირებულებების საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!“, – წერს რატი იონათამიშვილი.ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს დღეს მხარი დაუჭირა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714048997

რეზოლუცია არის ევროპარლამენტის წარმავალი წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ, ივნისში არჩევნებია, ვიმედოვნებ, ევროკავშირის მოქალაქეები მანდატს სათანადო პირებს გადასცემენ - შალვა პაპუაშვილი

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა ასეთი ზედაპირულობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთი რუსული პროპაგანდის წინადადება ამოვიკითხეთ პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა.„მოლაპარაკებების დაწყება-არდაწყებაზე, სანქციებზე იღებს ევროპის საბჭო. ეს არის რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი დიდი ხანია, აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, სადაც უარესები ეწერა – სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მოგვიწოდებდნენ სანქციები დაგვეწესებინა ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ესეც ეწერა. ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის და იმედი მაქვს, ევროკავშირის მოქალაქეები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებენ და მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბაღი

რეგიონი 1714048222

როგორ გამოიყურება გაზაფხულზე ბათუმის ბულვარის იაპონური ბაღი - ფოტოები

ბათუმის ბულვარში 1020 კვ.მ.-ზე გაშენებულია იაპონური ბაღი. აქ თქვენ იხილავთ მინიატურულ ტბას, დეკორატიულ გადასასვლელ ხიდს, უნიკალური აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელ ხე-მცენარეებსა და ფერთა გამას. იაპონური ბაღის პოვნა არ გაგიჭირდებათ, ორივე შესასვლელში სახასიათო წითელი ელფერის, იაპონური კარიბჭე დგას.