ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნინო ლაცაბიძე

პოლიტიკა 1713520687

რუსთავის საკრებულოში ოპოზიციამ უნდა დატოვოს თანამდებობები, ამასთანავე ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას და იმ ამომრჩეველს, რომელმაც მანდატი ანდოთ, მათ კი ეს მანდატი, ქალაქის წინააღმდეგ გამოიყენეს - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიას რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, დღის წესრიგში ძირითად საკითხებად საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი იქნება. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ცოტა ხნის წინ გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი გამოეხმაურნენ.როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, უკვე მესამე წელია ნაცმოძრაობისა და გახარიას პარტიის წევრები, ქალაქის განვითარებას უშლიან ხელს, აფერხებენ მნიშვნელოვან საკითხებს და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული. ,,რუსთავის ოპოზიციური საკრებულო დღემდე რასაც აკეთებს, ჩვენი ქალაქის ღალატია, ეს ადამიანები არ ერიდებიან კანონის და რეგლამენტის დარღვევას, თანამშრომლებზე ზეწოლას. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა მიმართეს საკრებულოს, რომ რიგგარეშე სხდომაზე დადგეს როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების იმპიჩმენტის საკითხი, რადგან დღეს პარტიების ,,ნაციონალურ მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრებს აქვთ ყველა თანამდებობა გადანაწილებული. მესამე წელია ისინი მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული. დიახ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციამ უნდა დატოვოს თანამდებობები, ამასთანავე ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას და იმ ამომრჩეველს, რომელმაც მანდატი ანდოთ, მათ კი ეს მანდატი, ქალაქის წინააღმდეგ გამოიყენეს- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წევრებმა უნდა მოიხსნან პასუხისმგებლობა და დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ. „დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება.“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1713520285

მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს - ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებამ კანონი არ მიიღოს.ექსპერტის განცხადებით, არასამთავრობოებს უკან დასახევი არ აქვთ, რადგან უფულოდ რჩებიან, თუმცა, ხალხი სწორ დასკვნებს აკეთებს და მათ არაფერი გამოუვათ.“ნამდვილად ასე იქნება, მათ უკან დასახევი არ აქვთ.წარმოიდგინეთ, უფულოდ რჩებიან, მერე როგორ იყიდიან მე-20 სახლს, 105 ფეხსაცმელს და ა.შ.რა, არ გვაძლევენ იმის საშუალებას ასე ვიფიქროთ?გაიხსენეთ გვარამია-სააკაშვილის ჩანაწერი ან სააკაშვილ- მომღერალი გოგონასი, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს.” - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ამერიკის პოლიცია

მსოფლიო 1713519936

ბრაზილიაში დააკავეს ქალი, რომელიც გარდაცვლილი კაცის ცხედარს ბანკში სესხის გასაფორმებლად ატარებდა

ბრაზილიაში დააკავეს ქალი, რომელიც გარდაცვლილი ნათესავის ცხედარს ბანკში ატარებდა სესხის გასაფორმებლად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.42 წლის ერიკა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობდა ქალი ეტლში მჯდომ უმოძრაო კაცს ხელი „მოეწერა“ საბუთებზე.როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი იყო, ქალმა კი თავი მის დისშვილად და მომვლელად გაასაღა.   სავარაუდოდ, ის ცდილობდა კაცს „ხელი მოეწერა“ 3,250 აშშ დოლარის ექვივალენტის სესხზე.გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ქალი მას ხელს უჭერს და ესაუბრება, რაღაც მომენტში კი მამაკაცს თავი უკან უვარდება. „ხელი მოაწერე, რომ მეტი თავის ტკივილი არ მომაყენო, რეესტრის ოფისში უნდა მივიდე, აღარ შემიძლია“, - ამბობს ვიდეოში ქალი.პოლიციას ამ შემთხვევის შესახებ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც ბანკის თანამშრომლებს ეჭვი გაუჩნდათ. ერიკი ადგილზე დააკავეს და ბრალი თაღლითობასა და ქურდობაში დასდეს. მას ასევე ბრალი წაუყენეს ცხედრის შეურაცხყოფაში.გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი იქამდე გარდაცვლილი იყო.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713519749

რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და  განაცხადა, რომ  აღნიშნული კანონპროექტის  გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს.კახა კალაძის თქმით, დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და  ქვეყანაში  მეორე ფრონტის გახსნა.„რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან  დაშორება, რომ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებდით, თუ სანქციებს არ შევუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა.ერთი რამე გავითვალისწინოთ - ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ თუ დანგრეული და გაუბედურებულები, დაჩაჩანაკებული ვიქნებით, რომელ ევროპაზეა საუბარი? რომელ ევროპას მოუნდება ასეთი საქართველო? პირიქით, ძლიერები უნდა ვიყოთ და ძლიერი საქართველო არის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი. არა მარტო ჩვენთვის, ევროპისთვისაც, ძლიერი საქართველოს შესვლა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713519664

ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას - კახა კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან სპეკულაციები მიმდინარეობს.როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა პირიქით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მეტი ფული თანხის შემოდინებას და ინვესტირებას.„რატომ სპეკულირებენ და ასეთი სიბინძურეებით რატომ უნდათ რაღაც შექმნან, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში? ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს? პირიქით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი თანხის შემოდინებას და შემდეგ ამის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.