ექსპერტი: პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - როგორია თვითდასაქმებულთა და დაქირავებულთა გადანაწილება?

16:05 02-19-2019
42

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს ეკონომიკური ექსპერტები აფასებენ.

აღნიშნული მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო 9 წლის განმავლობაში სტაბილურად შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

აღნიშნული მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო 9 წლის განმავლობაში სტაბილურად შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 2018 წელს კი, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 30.7 ათასით შემცირდა და უმუშევრობის დონემ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

ექსპერტის განცხადებით, ქალთა შორის უმუშევრობის შემცირება მიუთითებს არა მარტო მათ უფრო აქტიურ ჩართვაზე ეკონომიკურ პროცესებში, არამედ გენდერული თანასწორობისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯზე.

„მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დასაქმებულთა მთლიან რიცხოვნობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. ამასთან, არსებითად გაუმჯობესდა დასაქმების სტრუქტურაც - მცირდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა და იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ ერთი დაქირავებით დასაქმებული 2.0-2.5-ჯერ მეტ ღირებულებას ქმნის თვითდასაქმებულთან შედარებით, აღნიშნული ცვლილება ნიშნავს, რომ ეს ახალი სტრუქტურა დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის აბსოლუტური ზრდის ექვივალენტურია, დაახლოებით 50 ათასი თვითდასაქმებულით“, - აცხადებს ექსპერტი სოსო არჩავაძე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს უმუშევრობის დონე 2018 წელს, წინა წელთან შედარებით 1.2 პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, ნაცვლად წინა წლის 13.9 პროცენტისა.