"ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ, მიმძიმდა უზიარებლობა, აწი ღმერთი როგორც ინებებს" - დეკანოზი გიორგი მამალაძე

22:12 02-17-2019
200

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ადვოკატის ხელით წერილი გაუგზავნა "პოსკრიპტუმს", სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც დეკანოზი განმარტავს, უმძიმდა უზიარებლობა ახლა კი შვება იგრძნო.

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ღმერთმა გაგახაროთ. ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. მიმძიმდა უზიარებლობა, აწი ღმერთი როგორც ინებებს. ყველაფერი მისი ნებაა,“ -  აღნიშნავს დეკანოზი გიორგი მამალაძე

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, ინსულტის ნიშნებით ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს მოათავსეს. 

არსებული ინფორმაციით, დეკანოზს ამ დრომდე უჭირს მარჯვენა კიდურების მოძრაობა და მეტყველება.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, სწორედ ზიარების მოთხოვნით მართავდა აქციებს საპატრიარქოს წინ. ეს პირობა შესრულდა, თუმცა აქცია დღესაც გაიმართა ამჯერად დეკანოზის გათავისუფლების მოთხოვნით.