კლინიკაში დეკანოზის მოსანახულებლად ოჯახის წევრები არ შეუშვეს

18:30 02-17-2019
123

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს. 

გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, როგორც მას განუმარტეს, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს დეკანოზის ოჯახის წევრები პალატაში არ შესულიყვნენ.

„მსურდა, რომ შევსულიყავი ჩემს ძმასთან, თუმცა, ბადრაგმა არ შემიშვა და მითხრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ. ამის შემდეგ დავრეკე ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბადრაგის სამსახურმა მიიღო. ბადრაგის სამსახურში კი განმიმარტეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ექიმების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს. თავად ექიმი ადგილზე არ იმყოფებოდა და მისგან განმარტება, თუ რატომ არ შემიშვეს პალატაში, არ მიმიღია. ალბათ ეს არის დამატებითი ბარიერი, რადგან გუშინ მე ჩვეულებრივად შევედი პალატაში, ვესაუბრე ჩემს ძმას. მასთან მიახლოების საშუალებაც მომეცა. ამავდროულად გუშინ სასულიერო პირი საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პალატაში და მე ვერ ვხვდები, რამდენიმე წუთით რატომ არ შემიშვეს ჩემს ძმასთან“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ