მამა გიორგი მამალაძეს ღუდუშაურის კლინიკაში აზიარებენ

21:23 02-16-2019
735

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით ამ წუთებში, ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძეს აზიარებენ. 

ჯერჯერობით უცნობია, რომელი სასულიერო პირია კლინიკაში მამა გიორგის საზიარებლად შესულია. თუმცა რამდენიმე დღის წინ მისი საზიარებლად მზადყოფნა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურმა ნიკოლოზ გიგატაძემ გამოთქვა

დეკანოზი მამალაძე კლინიკაში გუშინ ღამით გადაიყვანეს. როგორც ცნობილია მისთვის ზიარების უფლების მიცემის მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქციას, სასულიერო პირის ძმა უკვე თითქმის ორი კვირაა მართავს.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი