მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი გიორგი ფანცულაია

19:17 02-16-2019
135

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. ადვოკატმა დეკანოზის კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სასულიერო პირს გადაადგილებაც კი უჭირს.

ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობას პაციენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდის, იმის თაობაზე რომ პაციენტი მძიმედ არის.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, 3-5 წუთზე მეტ ხანს გაჩერების უფლებას არ გვაძლევენ. ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელობასა და უშუალოდ მის ზედამხედველ ექიმს მოვთხოვეთ, თუ რატომ არ ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენი მიზანიც სწორი ინფორმაცის მიწოდებაა, (რისთვისაც გუშინ მადლობას ვუხდიდი კლინიკის ხელმძღვანელობას), მაგრამ როცა ეს პოზიციები მოისმინეს, იქცეოდნენ აგრესიულად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ გაამჟღავნონ ის რეალური ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ დეკანოზის დღევანდელი მდგომარეობა მისი დამძიმებისკენაა მიმართული. ამის თაობაზე მაქსიმალურად ხდება კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ინფორმაციის დამალვა. რიგ შემთხვევებში ძალიან აგრესიულად იქცევიან. იმედს ვიტოვებ, რომ მათი ქმედება აგრესიიდან პირიქით, დეკანოზის მკურნალობისკენ იქნება მიმართული," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.