"იარე ნელა,"- ქუთაისში უსაფრთხო მგზავრობისთვის საინფორმაციო კამპანია ტარდება

14:40 02-16-2019
17

"იარე ნელა",- აღნიშნული მოწოდებით ქუთაისში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრას მართავს.

შეხვედრის მონაწილეები ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, როგორიცაა: სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ქვეითისა და მგზავრის უსაფრთხოება.

შეხვედრა ქუთაისის მერიისა და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით იმართება.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ავტოავარიების როდენობა 6%- ით, დაშავებულთა რაოდენობა- 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი.

 

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე