ქუთაისში ავარიას ბაიკერი ემსხვერპლა

19:24 02-15-2019
409

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი.

ავარია გუგუნავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ქვეითი მსუბუქად დაშავდა, მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. რაც შეეხება ბაიკერს, ის დაცემის შემდეგ მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის დეტალებს პოლიცია იძიებს.

 

ავტორი : ირაკლი ვაჩიბერაძე