ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1711616391

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების  მიმართულებებით.დიპლომატმა მთავრობის მეთაურს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.

პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1711616337

პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლას და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად.  ხაზგასმით აღინიშნა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ პროცესში.მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის სექტორული კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616274

არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა - პაპუაშვილი

როგორც ჩანს, სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიამ განაცხადებას, რომ „სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვის შესახებ სარჩელზე სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა და მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია“, პაპუაშვილის თქმით, კორძაიას სხდომაზე არგუმენტების წარდგენა მოუწევს და მისთვისვე უმჯობესია, რომ სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.„კარგია, რომ ადასტურებთ, ჯანმრთელობის პრობლემის საკითხი მოიხსნა. როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. დაასახელონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობენ, რომ უსამართლო იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის და ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილებები დაკორექტირდეს, მაგრამ ოპოზიცია მსგავს მაგალითს ვერ ასახელებს. როგორც ჩანს, თამარ კორძაიამ იფიქრა და სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე სარჩელი დაასახელა, როგორც  ქართულ მართლმსაჯლებაში პოლიტიკური ჩარევის მაგალითი.მისთვისვე კარგია, სასამართლოს სხდომა რომ ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც კი ჩაინიშნება, მას არგუმენტების წარდგენა მოუწევს. მის ადგილას ვინატრებდი, სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს და დიდი ხანი არ გამოჩნდეს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, მისი მოთხოვნა რამდენად აბსურდულია. პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. არ ვაპირებ, რადგან ფაქტია, რომ შედეგია კარგი – მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს და როგორც თავად ამტკიცებდა. კარგი გადაწყვეტილებაა და თავად უნდა მიესალმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისი

სამართალი 1711616202

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდის პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა."ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, - განაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1711616063

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ "რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში - ნინო ფოჩხუა

ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მაკრონის პარტიის ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.ფოჩხუა მიმართავს ქვეყნის მტრების და ადგილობრივი აგენტების მიერ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონის კარგად წაკითხვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ხალხი არ უნდა აჰყვეს ოპოზიციის პირად ინტერესებს.,„ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა, არც მეტი, არც ნაკლები, მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ "რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში.მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მტრების და აქაური აგენტების მიერ გაბრიყვებულ ახალგაზრდებს, კარგად წაიკითხონ ჩვენ მიერ ინიციირებული კანონი, არ აჰყვნენ ოპოზიციის პირად ინტერესებს. ეს ადამიანები ცდილობენ ქვეყანა აცხოვრონ ტყუილში, მაგრამ სიმართლე არ იმალება, რაც საფრანგეთის ასამბლეის ამ ინიციატივითაც დადასტურდა." - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.