ექსკლუზივი: "ოთახში შევედი და ბავშვის გვერდით საწოლზე მამაკაცი დავინახე..."- 8 წლის გოგონაზე გარყვნილ ქმედებაში სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა

14:38 02-15-2019
15144

8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გოგონას დედის განცხადებით, შემთხვევა 2 თებერვალს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა. დედა აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა და გოგონას კი იქ ხშირად ტოვებდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროში გარყვნილი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, ეჭვი საკუთარ შვილთან ჩადენილ იგივე ქმედებაზეც მიიტანა. 8 წლის გოგონად გამოკითხვის შემდეგ კი დარწმუნდა და დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა.

 

"ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. თავდაპირველად ბავშვი მემალებოდა და განმარტოვდა, თავს მარიდებდა. ერთხელ დავაფიქსირე, რომ ოთახში შევედი და ბავშვის გვერდით საწოლზე ვნახე ეს მამაკაცი და განვუცხადე, რა უნდოდა ჩემი შვილის გვერდით. დავინახე ბავშვთან მიახლოებული იყო და ხელის უცებ გამოწევამ დამაეჭვა. ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა, მამაკაცს ვუთხარი ოთახი დაეტოვებინა. ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას",- აცხადებს 8 წლის გოგონას დედა.

 

გარყვნილ ქმედებაში სავარაუდო დამნაშავე 30 წლის მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. იგი ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო და სახალხო დამცველის აპარატი. უწყებები ფსიქოლოგისა და ექსპერტიზის დაკვენის შემდეგ მიიღებენ შეაბამის გადაწყვეტილებებს.

აჭარაში, 8 წლის გოგოზე გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ავტორი: თეონა აბესაძე