თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 30 პოლიციელი ემსხვერპლა

12:08 02-15-2019
274

ინდოეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა ავტობუსზე, რომელსაც სამართალდამცველები გადაჰყავდა.

ტერორისტმა დანაღმული მანქანა ქაშმირის შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე ააფეთქა.

ტერაქტის შედეგად დაიღუპა 44 პოლიციელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო.

ტერაქტის გამო ქაშმირის შტატში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული.

ავტორი: მარიამ გიგანი