ვახტანგ ჭარაია - საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ბანკს, არც დახურვის და არც გაკოტრების საფრთხე არ ემუქრება

20:38 02-14-2019
164

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს,რომ პიროვნულ დონეზე ეროვნული ბანკის მოთხოვნა საკმაოდ სოლიდურია და მსგავსი ტიპის განცხადებები გამონაკლის შემთხვევებში კეთდება.

როგორც მან ,,პრაიმტაიმთან'' საუბრისას აღნიშნა,შესაძლებელია,კონკრეტულ პიროვნებებს გარკვეული სირთულეები შეექმნათ, მაგრამ ბანკის ჭრილში ეს მომხმარებლებს ზიანს არ მიაყენებს. მსგავსი მოვლენები კი, საერთაშორისო დონეზეც ხდება, თუმცა ძალიან იშვიათად. 

,,ეროვნული ბანკი ყოველთვის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში  კომერციული ბანკების დამცველ ორგანოდ მიიჩნევა.თუ ეს ორგანიზაცია ამბობს,რომ რომელიღაც ბანკში მენეჯმენტის ცვლილებაა საჭირო ე.ი ამ ბანკს მნიშვნელოვანი სირთულეები აქვს.მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კონკრეტულ პიროვნებებს შეიძლება, გარკვეული სირთულეები შეექმნათ,მაგრამ ბანკის ჭრილში არამგონია ამან მომხმარებლებს, რაიმე ზიანი მიაყენოს. სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი ფაქტები ხდება,როდესაც კომერციული ბანკის მფლობელებს გარკვეულ ულტიმატუმებს უყენებენ. რაღაც პერიოდი რეპუტაციული რისკი ბანკს ექმნება და ზიანი ექნება .თუმცა ეს მარტივად გადალახვადია და საბოლოოდ,ბანკის ფინანსური მაჩვენებლები,რომელიც ,,თიბისი ბანკს'' საკმაოდ პოზიტიური აქვს დომინანტი,''- აღნიშნა ჭარაიამ.

​მისივე თქმით,საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ბანკს, არც დახურვის და არც გაკოტრების საფრთხე არ ემუქრება

,,საერთაშორისო დონეზე კი ხდება,მაგრამ ძალიან იშვიათად.ამიტომ,ეტყობა მართლა რაღაც, ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას ბანკი.ამ შემთხვევაში საუბარია პიროვნებებზე და არა, კონკრეტულ ბანკზე. შეიძლება კონკრეტულმა პიროვნებამ ისეთი ნაბიჯი არ გადადგა,რომელიც ეროვნული ბანკის ჩარჩოებში ჯდება. საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ბანკს, არც დახურვის და არც გაკოტრების საფრთხე არ ემუქრება,''- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა,რომლის თანახმადაც, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით