ხვალ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

19:06 02-14-2019
134

ხვალ, ქართული ფეხბურთის სამყარო პრეზიდენტად ლევან კობიაშვილს კიდევ 4 წლის ვადით აირჩევს. რიგით მე-15 საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა სასტუმრო „ჰუალნგში“ გაიმართება.

პრეზიდენტობის განაცხადების მიღების ვადა 21 იანვარს შეწყდა და კანდიდატურა მხოლოდ სფფ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა წარადგინა. მას მხარი ორგანიზაციის 28 სუბიექტმა დაუჭირა.

გუშინ, ლევან კობიაშვილი თავის გუნდთან ერთად სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და პრეზიდენტობის განვლილი 4 წელი შეაჯამა. სფფ-ს მოქმედი პრეზიდენტი 2 საათის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კობიაშვილმა რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გაგვიმხილა. მიმდინარე წელს უნდა გაირკვეს სად გაიმართება 2021 წლის „ევროპა ლიგის“ ფინალი. როგორც ცნობილია, მასპინძლობის პრეტენზია თბილისმაც გამოთქვა, რომელსაც კონკურენციას ვენა და სევილია უწევენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ჩვენი დედაქალი ამპუტანტთა „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპსაც უმასპინძლებს.

ლევან კობიაშვილმა ქვეყანაში ინფრასტრუქტურილი პრობლემების მოგვარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადებში საქართველოში ათეულობით საფეხბურთო გარემონტდება ან აშენდება.

ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელში გულშემატკივრების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.