ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713945605

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგავსი პროექტები 2022 წლიდან ხორციელდება და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს.„თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი ახალგაზრდული პროექტი თუ ინიციატივა დაფინანსდა. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას. პროგრამას აქვს ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური მიზანი, ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიცი, რომ აღნიშნული პროგრამით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. წინა წლებშიც ბევრი მსურველი იყო. მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ იდეების განხორციელებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება, როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ისეთი სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ახალგაზრდები იქნებიან.„პროგრამის მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტები, მათ შორის: მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო ცენტრების, გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით. ვიწყებთ რეგისტრაციას აღნიშნულ პროგრამაზე, განახლებული პირობებით. კერძოდ,  ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

პოლიტიკა 1713945171

კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად, ახალ, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.„გვაქვს კიდევ ერთი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი. ავარიული სახლები ქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მოხდეს იმ საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.  ნაგომარის ქ. N47-ში ორსართულიანი შენობა და ერთსართულიანი ე.წ. ბარაკები მდებარეობს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. აღნიშნულ ტერიტორიაზე 47 ოჯახი ცხოვრობს. მათ დროებით, ქირით გავიყვანთ და მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს. პროექტის დასრულების შემდეგ ისინი მიიღებენ გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს ახალაშენებულ, 6-სართულიან კორპუსში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგაც უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ მშენებლობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ, გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713945035

საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან.„მამული, ენა, სარწმუნოება - დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი უცვლელია - ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია. სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უკავშირდება.„ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით არის გამყარებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ზოგადად, ყველა წარმატება, რაც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს, ასოცირდება იმ გუნდთან, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. დღეს ჩვენი ვალდებულებაა - გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის „მთავარი საუნჯე“, რასაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო და ამ ღირებულებებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.„მინდა, მივმართო ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი: მოდით 29 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე.20:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ღონისძიება. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ მთავარი და უმთავრესი არის სამშობლო - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, აღნიშნული შეკრების დისკრედიტაციას შეგნებულად ეწევიან.„ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, მოვიდეს აქციაზე და მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და გაძლიერებას. ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, საჯარო მოხელეებსაც კი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713944323

სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეორგოლს ეხმიანება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტების არასრული სიაა წარმოდგენილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ზემოთ ჩამოთვლილი ქველმოქმედება ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა და სწორედ ეს აღიზიანებთ საქართველოს მტრებს, რომ არა სხვას, არამედ თავის სამშობლოს უკეთებს ასეთ დიდ საქმეებს.„მითხარით რა არ მოგწონთ? სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს, ამიტომაც აღიზიანებთ, რომ არა სხვას, არამედ თავის სამშობლოს უკეთებს ასეთ დიდ საქმეებს!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713944190

სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ - კახა კალაძე

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, აღნიშნული სტადიონი დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე უშუალოდ დედაქალაქს.„ეს არის მეგაპროექტი, რომელსაც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები და მორაგბეები, რაც მთავარია, მათი ქომაგები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ სპორტის ეს ორი სახეობა. მე პირადად, მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის ირაკლი კობახიძეს დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, სპორტული მოედანი უმაღლესი სტანდარტების იქნება, რაც მოიტანს შესაძლებლობას, თბილისმა უმაღლესი დონის მატჩებს უმასპინძლოს.„ეს იქნება უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც თავისთავად ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ  უმაღლესი დონის მატჩებს თბილისში და დედაქალაქს ჰყავდეს მეტი ვიზიტორი, მეტად გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და თბილისი სპორტულმა სამყარომ და ყველა იმ უცხოელმა, რომელიც ინტერესდება არა მარტო სპორტით, არამედ სხვა ერების კულტურით. იცით, რომ თბილისში არსებული სტადიონები ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომლითაც შეიძლება, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩავატაროთ. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია“,  - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.