იდა ბახტურიძე - ადამიანთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტი გახდა ჩვენი მთავარი მოკავშირე

00:26 02-13-2019
13

ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ქალთა უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი არასამთავრობო სექტორის მთავარი მოკავშირე  ზუსტად იმიტომ გახდა, რომ ეს ადამიანები არიან მზად მიიღონ სიახლეები, მიიღონ კრიტიკა და მოუსმინონ მათ.

„ყოველწლიურად მიმართვიანობა რა თქმა უნდა თითქმის რამდენიმე ასეული %-ით იზრდება, ეს არის დამსახურება იმ ადამიანების ვინც ამ თემებზე დაუღალავად მუშაობენ.  პრობლემა არის იმაში , რომ დღესაც კიდევ თვლიან ადამიანები, რომ გარკვეულ შემთხვევებში ცოლის ცემა არის გამართლებული. ადამიანთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შექმნა,  რომელიც არასამთავრობო  სექტორის და უფლებადამცველების მთავარი მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში,  ჩვენი მთავარი მოკავშირე გახდა,  ზუსტად იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან მზად მიიღონ სიახლეები, მიიღონ კრიტიკა და მოგვისმინონ. ეს არის ძალიან პოზიტიური მაგალითი იმის როგორ უნდ იქცეოდეს სახელმწიფო სტრუქტურა თუკი მას სურს არა - ფორმალურად, არამედ პრაქტიკულად მოაგვაროს  პრობლემები“, - განაცხადა იდა ბახტურიძემ.